პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშემოდგომო კურსზე მიღება დასასრულს უახლოვდება. მეორე ჯგუფში დარჩა მხოლოდ 3 ადგილი. რეგისტრაცია მიმდინარეობს საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
სწავლა იწყება 25 სექტემბერს !
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საშემოდგომო კურსზე მიღება დასასრულს უახლოვდება. მეორე ჯგუფში დარჩა მხოლოდ 3 ადგილი. რეგისტრაცია მიმდინარეობს საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
სწავლა იწყება 25 სექტემბერს !
28 ივლისს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ლექტორებმა სტუდენტებს სამთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მათ სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა ჯგუფის 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. გამოსაშვები საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა.
12 ივლისს რუსთაველის თეატრში ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მე-10 დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი” ლიტერატურული პრემია “საბა” პიარ სკოლის ლექტორს, ჟურნალისტსა და მწერალს ეკატერინე ტოგონიძეს გადაეცა პროზაული კრებულისთვის “ანესთეზია”.
პიარსკოლა პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს. პირველ ეტაპზე მსურველებმა საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. კურსი 24 სექტემბერს დაიწყება და 29 დეკემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ლინკის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected] |
10 ივნისს, 18:30 წუთზე, პიარსკოლაში კურსის ”სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში” ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელები გაეცნენ სასწავლო პროგრამასა და გაესაუბრნენ ლექტორს. კურსით დაინტერესებულთა განაცხადის მიღება კვლავ გრძელდება და წარმოებს საიტზე არსებული განაცხადის ფორმის შევსებითhttp://www.prschool.ge/geo/applicationform.php . შეგახსენებთ, რომ სოციალური მედია პიარსკოლაში 15 ივნისს იწყება. |
30 აპრილს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაიწყო. მსმენელები 3 თვის განმავლობაში 10 საგანს შეისწავლიან და ჯგუფურ პრეზენტაციას მოამზადებენ, ამავდროულად ჩააბარებენ ინდივიდუალურ ტესტს. გამოცდების დასრულების შემდეგ გაიმართება გამოსაშვები საღამო, სადაც მათ სერტიფიცირებული დიპლომები გადაეცემათ.
28 აპრილს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელსაც პიარ სკოლის ლექტორები დაესწრნენ. ტრენერებმა პიარსკოლელებს სალექციო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა ჯგუფის 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. გამოსაშვები საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრითა და სამახსოვრო ფოტო=სურათების გადაღებით დასრულდა.
პიარსკოლაში კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” მიღება დაიწყო. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. მიჰყევით აღნიშნულ ბმულსhttp://www.prschool.ge/geo/applicationform.php, მონიშნეთ სასურველი ველი და დარეგისტრირდით.
კურსი 30 აპრილს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ლინკის გამოყენებითhttp://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]
საგაზაფხულო აქცია პიარსკოლაში, – “3=2” ფორმულის მიხედვით ერთად მოსული 3 სტუდენტი პროექტების მართვის კურსს 2-ის ფასად გაივლის. იჩქარეთ, ერთად სწავლა უკეთესია !
შეგახსენებთ, რომ პიარ სკოლაში პროექტების მართვა 19 მარტს იწყება. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:http://www.prschool.ge/geo/applicationform.php
პიარსკოლა პროექტების მართვის კურსზე მიღებას აცხადებს. პროექტების მართვა ეს არის ტრეინინგი სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე, რომელიც გულისხმობს მსმენელებისთვის პროექტების ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილ ათვისებას, თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.
პროექტების მართვა 19 მარტს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება, რომელსაც მენეჯმენტში, მარკეტინგის მართვასა და სტრატეგიულ ადმინისტრირებაში 17-წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი ალექსანდრე მარგიშვილი წაიკითხავს.
კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს –http://www.prschool.ge/geo/applicationform.php .