პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსი დასრულდა

28 აპრილს პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა, რომელსაც პიარ სკოლის ლექტორები დაესწრნენ. ტრენერებმა პიარსკოლელებს სალექციო კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა ჯგუფის 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. გამოსაშვები საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრითა და სამახსოვრო ფოტო=სურათების გადაღებით დასრულდა.