30 მარტს, პიარსკოლელები “ნატახტარის” ქარხანას ესტუმრნენ და ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის ტექნოლოგიებს გაეცნენ. ნატახტარის წარმომადგენლებმა მათ ტურში მონაწილეობის სერტიფიკატები და სახელობითი ლუდი გადასცეს.
Category: სიახლეები
პიარსკოლა პიარისა და ინტეგრიებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღებას აცხადებს
პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსზე მიღება გამოცხადდა. მსურველების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.
საგაზაფხულო კურსი 29 აპრილს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995) 2 99 54 52; 2 20 65 20; [email protected].
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს მე-11 საგანი დაემატა
პიარსკოლაში ახალი კურსები განახლებული პროგრამით ჩატარდება. სიახლე ეხება პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსში ახალი საგნის – კომუნიკაციების პროცესების დამატებას.
“კომუნიკაციის პროცესს” 9 საათი დაეთმობა, რომლის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან პიარის ისტორიულ წინამღვრებს, სტრატეგიულ ევოლუციებს მე-20 და 21-ე საუკუნეებში და პიარის სოციალურ ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ასევე შეისწავლიან კომუნიკაციის პროცესს, იმიჯმეიკინგის და ზემოქმედების კონკრეტულ მეთოდებს.
კურსს სოციალური ფსიქოლოგი და 27-წლიანი გამოცდილების მქონე Pollster-ი, საქართველოში ჩატარებული პირველი Exit Poll-ის ავტორი პაატა ჩახნაშვილი გაუძღვება.
სიახლე ლექტორების გუნდში
პიარსკოლის გუნდს ორი ახალი ლექტორი დაემატა. პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსში მარკეტინგის საგანს ვითიბი ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბარკალაია და თიბისი ბანკის მარკეტინგული ანალიზის განყოფილების უფროსი საშა მაყაშვილი წაიკითხავენ.
ღია კარის დღე პიარსკოლაში
16 იანვარს, 19:00 საათზე, პიარსკოლაში ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის პროგრამას და გასაუბრებოდნენ ლექტორებს.
პიარსკოლის ზამთრის კურსებზე სწავლა 24 იანვარს იწყება.
პიარსკოლელებმა ნატახტარის ქარხანა დაათვალიერეს
“ნატახტარმა” პიარსკოლას საჩუქარი გაუკეთა და ჯეპრას ორგანიზებით პიარსკოლელებისთვის პირველი გასვლითი შეხედრა მოეწყო. 1 დეკემბერს, პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტები ნატახტარის ქარხანას ესტუმრნენ და ლუდისა და ლიმონათის ჩამოსხმის ტექნოლოგიებს გაეცნენ. მათ ტურში მონაწილეობის სერტიფიკატი და სახელობითი ლუდი გადაეცათ.
პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსზე მიღება გამოცხადდა
პიარსკოლა აცხადებს მიღებას კურსზე “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები”. კურსის გავლის მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით.
ზამთრის კურსები პიარ სკოლაში 23 იანვარს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995) 2 99 54 52; 2 20 65 20; [email protected].
P World in PRSchool – მასტერკლასი შედგა
საჩუქარი პიარსკოლისგან – მარკეტინგულ ღონისძიებაზე – Marketing Kingdom დასასწრები 2 ბილეთი
P World პიარსკოლაში მასტერკლასს ჩაატარებს
პარასკევს, 9 ნოემბერს 21:00 საათზე გაუ თბილისის პიარსკოლა (მის: მერაბ ალექსიძის 8, ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტი) თავის კურსდამთავრებულებსა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მასტერკლასზე იწვევს, რომელსაც P World-ის აღმასრულებელი დირექტორი კოსტა პეტროვი და გლობალური ღონისძიებების ხელმძღვანელი როზეტა პიზევსკა ჩაატარებენ.
მასტერკლასის ძირითადი თემაა: “როგორ შევქმნათ გლობალური ბრენდი ლოკალური ბრენდისგან.” მნიშვნელოვანია, რომ 12-13 ნოემბერს სწორედ მათი ორგანიზებით ეწყობა საქართველოში პირველი გლობალური მარკეტინგული ღონისძიება – Marketing Kingdom.
კოსტა პეტროვი – P World-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის. P World-ის დაფუძნებამდე იგი წამყვან პოზიციაზე მუშაობდა Marcus Evans-სა (პრაღა) და IIR-ში (ახლო აღმოსავლეთი და დუბაი) Praxis Global-ში. (დუბაი და კანადა)
როზეტა პიზევსკა – ვებსტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, 2011 წლიდან მუშაობს P World-ში და ხელმძღვანელობს გლობალურ ღონისძიებებს მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.
P World – მარკეტინგული კომპანია, რომელიც გლობალურ ღონისძიებებს, ბრენდინგსა და სატელევიზიო გადაცემებს უწევს ორგანიზებას მსოფლიოს მასშტაბით.
მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ დასტური გამოაგზავნოთ 9 ნოემბრის 14:00 საათამდე, ელ-ფოსტაზე: [email protected]. მასტერკლასი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
|