პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს მე-11 საგანი დაემატა

პიარსკოლაში ახალი კურსები განახლებული პროგრამით ჩატარდება. სიახლე ეხება პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსში ახალი საგნის – კომუნიკაციების პროცესების დამატებას.

“კომუნიკაციის პროცესს” 9 საათი დაეთმობა, რომლის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან პიარის ისტორიულ წინამღვრებს, სტრატეგიულ ევოლუციებს მე-20 და 21-ე საუკუნეებში და პიარის სოციალურ ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ასევე შეისწავლიან კომუნიკაციის პროცესს, იმიჯმეიკინგის და ზემოქმედების კონკრეტულ მეთოდებს.

კურსს სოციალური ფსიქოლოგი და 27-წლიანი გამოცდილების მქონე Pollster-ი, საქართველოში ჩატარებული პირველი Exit Poll-ის ავტორი პაატა ჩახნაშვილი გაუძღვება.