სოფო მეშვილდიშვილი

აქვს 12 წლიანი გამოცდილება სამშენებლო დეველოპერულ სფეროში, ასევე ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროებში.

ამჟამად სოფო არის პროექტ”ორიონ ვაკე” მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე პროექტ “პარკ ორთაჭალას” მარკეტინგის და პროექტის მენეჯერი.

ივენთ მენეჯმენტში ჩართულია 2018 წლიდან, როდესაც მეგობართან ერთად დააარსა ივენთ კომპანია, რომელიც წარმატებით განვითარდა და დღემდე ითვლის უამრავ ლამაზ და დასამახსოვრებელ პროექტს.

სოფო პიარსკოლას 2022 წლიდან შემოუერთდა.

ქრისტინე პახომოვი

ქრისტინე პახომოვი, VELI.store-ს უფროსი ციფრული მარკეტერი.

ქრისტინე ველის მარკეტინგის გუნდს 2021 წლიდან შეუერთდა. მას ციფრული მარკეტინგის სფეროში 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ქრისტინეს გამოცდილება სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სფეროში, სხვადასხვა პერიოდში მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიცაა წარმოება, ტურიზმი, მედია, მეღვინეობა, განათლება, სამშენებლო სექტორი, ფინანსური სექტორი, ვაჭრობა და სხვ.

ძირითადი საქმიანობა: ციფრული კონტენტ სტრატეგია; ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, აღრსულება და მონიტორინგი; ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი.

პროექტების არასრული ჩამონათვალი: VELI.store, Countman.ge, upway.ge, Freeza, FLY.GE, Tipsy Baby

ქრისტინე პიარსკოლას შემოუერთდა 2024 წელს და უძღვება სოციალური მედიის და ედვერთაიზინგის კურსს.

ალექსანდრე გაბუნია

2011 წლიდან არის სტუდია “ჩინემანი Fილმს” დამფუძნებელი. 2003 წელს დაამთავრა “მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი” ჟურნალისტის კვალიფიკაციით. 2009 წელს ქალაქ ნიუ იორკში გაიარა “ნიუ იორკის კინო აკადემიის” კურსი, კინო რეჟისორის სპეციალობით.

2004 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია “იმედში” საინფორმაციო გამოშვების კორესპონდენტად. 2004-2006 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია საკვირაო ანალიტიკური გადაცემა “დროება”-ს ჟურნალისტად.

2012 – 2013 წლებში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დოკუმენტური ფილმების რედაქციაში რეჟისორის თანამდებობაზე.

არის “მუნდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის” – აშშ, გრანპრის მფლობელი, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის “მუღამი”.

იმავე ფილმით წარდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის ნომინაციაზე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი. ფილმმა აიღო ჯილდო “ხალხის რჩეული”.

ნინო წითლანაძე

Personal Brand Agency • პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი და კონსულტანტი. მუშაობს როგორც პროფესიონალებთან სხვადასხვა სფეროში მათი პერსონალური ბრენდის შექმნაზე, ასევე ბიზნესებთან საკომუნიკაციო და კრეატიული კონსალტინგის მიმართულებით.

2007 წლიდან საქმიანობს კომუნიკაციებში (პიარი, ბრენდინგი, მარკეტინგი) და შემოქმედებით ინდუსტრიებში, განხორცილებეული აქვს 50+ წარმატებული პროექტი, მათ შორის ბრიტანული სეზონი საქართველოში, culturepartnership.eu, ლურჯი ოკეანე, უკრაინული სახლი თბილისში.

არის შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

ნინოს აქვს არტ მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი. არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), უნივერსიტეტ ალტერბრიჯის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოციერებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი.

2018 წლიდან არის ტრენერი და მენტორი, ტრენერთა ასოციაციის წევრი.

2025 წლიდან პიარსკოლაში უძღვება პერსონალური ბრენდინგის კურსს.

სოსო გალუმაშვილი

2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია. მისი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად და რეკლამის მენეჯერად მუშაობას მოიცავს.

წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა არსის, კავკასუს ონლაინის, ბაზისბანკის, ნიკორას, ჰაიდელბერგცემენტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, HSBC ბანკი-საქართველოს, უნიქარდის ბრენდ საკომუნიკაციო კამპანიებს.

მისი საკონსულტაციო საქმიანობა ასევე მოიცავდა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების გრძელვადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და სოციალური პარტნიორობის პროექტების შემუშავებას.

2002-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონსულტაციებს უწევდა მაჟორიტარ კანდიდატებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე.

2008 წლიდან არის თბილისის პიარ კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2010 წლიდან საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელია.

2007 წლიდან არის პიარსკოლის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. უძღვება BTL-ის ლექციებს.