Tone of Voice კრიზისის დროს

ბრენდები ყოველდღიურად ცდილობენ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას. ამ პროცესში მთავარი კი არა მხოლოდ ისაა, თუ რას ამბობენ, არამედ როგორ. მათ სიტყვებს, მოქმედებებს, კომუნიკაციის სტილს დიდი გავლენა აქვს მომხმარებელზე, განსაკუთრებით კი კრიზისის დროს.

ყველა ბრენდს გააჩნია თავისი Tone of Voice ანუ ენა, სტილი, რომელსაც ის აუდიტორიასთან კომუნიკაციისას იყენებს.  მაგალითად, კოკა-კოლას ToV არის პოზიტიური, მეგობრული. კოკა-კოლა ბაზარზე 130 წელზე მეტია, მაგრამ მისი ToV-ის მთავარ, მუდმივ მიზანს ბედნიერების გაღვიძება წარმოადგენს.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი ბრენდის ToV მნიშვნელოვანია:

  • გაანალიზოთ ბრენდის ღირებულებები
  • გაანალიზოთ ბაზარზე არსებული ვითარება
  • დასახოთ კომუნიკაციის მიზანი: გსურთ გაზარდოთ გაყიდვები? თუ რთულ საკითხებზე საუბარი მარტივი ენით გსურთ? ToV დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რისი მოყოლა გსურთ, რატომ აკეთებეთ ამას და ვის მიმართავთ
  • შექმნათ თქვენი სამიზნე აუდიტორიის პერსონა. რას საქმიანობს, როგორ საუბრობს ან როგორი ცხოვრების სტილს მისდევს
  • გაანალიზოთ საკომუნიკაციო პლატფორმები, რომელთა მეშვეობითაც წარმართავთ კომუნიკაციას

შეადგინეთ ToV-ის სრულყოფილი გაიდლაინი: იდეალური გაიდლაინი მოიცავს გრამატიკულ, ლექციკურ და სინტაქსურ წესებს. გაიდლაინში აუცილებლად უნდა განისაზღვროს სტილი: მაგ. მკაცრი, ნეიტრალური, მეგობრული. დააკონკრეტეთ, როგორ მიმართავს ბრენდი აუდიტორიას.

როგორ განვსაზღვრათ ToVს კრიზისის დროს:

პირველ რიგში, გამოავლინეთ კრიზისის მიზეზი და გაანალიზეთ საინფორმაციო სივრცე: რას ამბობენ ბრენდის შესახებ, მიიჩნევენ თუ არა მას დამნაშავედ მომხდარ სიტუაციაში, საჭიროა თუ არა მობოდიშება (კონკრეტულ კრიზისზეა დამოკიდებული თუ როგორი სტილის მესიჯებს გაავრცელებთ). კრიზისის მიზეზის გამოვლენის შემდეგ, განსაზღვრეთ და ჩამოაყალიბეთ ის ძირითადი მესიჯები, რომლის მიტანაც გსურთ აუდიტორიამდე – განსაზღვრეთ თქვენი პოზიცია, ჩამოაყალიბეთ არგუმენტები, დაწერეთ ოფიციალური განცხადება ყველა საკომუნიკაციო არხისთვის.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ, შეინარჩუნოთ კომუნიკაციის უკვე არსებული ტონი. თუ მაგალითად თქვენი ბრენდი – მეგობრულ ტონს ატარებს, კრიზისის დროს შეინარჩუნეთ შედარებით მარტივი და არაოფიციალური პოზიცია.

პიარსკოლის მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე შეისწავლით, როგორ ჩამოაყალიბოთ ბრენდის Tone of Voice, როგორ განსაზღვროთ ის კრიზისის დროს და როგორ მართოთ კრიზისი ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით.