მას შემდეგ, რაც ვიზაჟისტობა შევისწავლე ინსტაგრამზე განვათავსე ჩემი ნამუშევრები იმ მიზნით, რომ ხალხს შეეტყო ჩემი საქმიანობის შესახებ. ჩემდა გასაკვირად მალევე წამოვიდა დაინტერესება და ხალხის ჩართულობა. თავიდან ბლოგის იდეა არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ცოდნის გაზიარება და კიდევ უფრო გავაქტიურდი. ჩემი გვერდი სილამაზეს და თავის მოვლას ეხება.
პიარსკოლას დიდი როლი მოუძღვის ჩემს გაზრდაში, აქ მიღებული მარკეტინგული ცოდნა დამეხმარა დამესვა სწორი აქცენტები და ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლამდე სწორად მიმეტანა. პიარსკოლიდან ბევრ სიკეთესთან ერთად ვისწავლე ისიც, რომ “მომხმარებელს”, ჩემს შემთხვევაში გამომწერებს, არასდროს უნდა მოვატყუო, მთავარია მათ გულწრფელი ემოცია გავუზიარო! ამიტომაც, ვფილტრავ კომპანიებსაც და კონკრეტულ პროდუქტებსაც. ვისწავლე სწორი კომუნიკაცია, როგორც ბრენდებთან, ისე გამომწერებთან, რაც უმნიშვნელოვანესია.
ქალბატონი სოფო შუბლაძის ლექციების (ეფექტური კომუნიკაციები) დახმარებით უფრო გახსნილი და თავდაჯერებული ვარ, ბატონი ალექსანდრე გაბუნიას ლექციების (ვიზუალური მარკეტინგი) დახმარებით კი დეტალებზე ორიენტირებული გავხდი! “ბრენდინგი” კი იყო ის საგანი, რომელმაც ახალი იდეები და მათი სწორად განხორციელების სურვილი მომიტანა.
იხილეთ ანის პირადი ბლოგი: https://www.instagram.com/anixavtasii/