რატომ პიარსკოლა?
მთელი ამ სამი თვის განმავლობაში სულ მინდოდა გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები პიარსკოლის შესახებ, მაგრამ სულ ახლის ძიებაში ვიყავი და მინდოდა მართალი ვყოფილიყავი, როგორც ჩემს თავთან, ასევე თქვენთან, ვინც ამ ბლოგპოსტს წაიკითხავს.
რატომ პიარსკოლა? მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდი ამ სფეროში, მივხვდი რომ ეს საკმარისი არ იყო და რაღაც ახალი მჭირდებოდა. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც უნივერსიტეტიდან მაქვს, მინდოდა ისეთ ადგილზე მესწავლა, სადაც სწავლის დიდი ნაწილი პრაქტიკას დაეთმობოდა და სწორედ ამიტომ გადავწყიტე სწავლა პიარსკოლაში დამეწყო.
პირველი გაოცება სოფო შუბლაძემ მოახდინა და მას შემდგე ყოველი ახალი ლექცია ახალი ცხოვრების დასაწყისს ჰგავდა. ალექსანდრე გაბუნიას ლექცია კი აღმოჩნდა ის გადამწყვეტი მომენტი, რატომაც გიზიარებთ ჩემს უსაზღვრო ემოციებს პიარსკოლასთან დაკავშირებით. ამ ადამიანის ლექციებს უბალოდ უნდა დაესწროთ!
პიარსკოლა არის ადგილი, სადაც სულ რაღაც სამ თვეში შეგიძლია იპოვო თავი, რომელსაც ამდენ ხანს ეძებდი. გაიგო უამრავი ახალი რამ, რომელსაც გამოიყენებ შენი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე და რაც ყველაზე მავარია ადამინისთვის – ურთიერთობები. ამ მცირე დროის განმავლობაში ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენი განუყოფელი ნაწილები ხდებიან, პიარსკოლის გარეშე კი მათ დიდი ალბათობით ვერ შეხვდებოდი.