პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ელენე გოგშელიძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..

ამ ეტაპზე ვმუშაობ “”სს თიბისი ლიზინგში” მედიცინისა და ჯანდაცვის სექტორის ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

მიუხედავად იმისა, რომ PR და მარკეტინგი დავამთავრე უნივერსიტეტში, პიარსკოლაში მიღებული ცოდნა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. გაცვლითი პროგრამით მომიწია სწავლა ჩეხეთში, სადაც კონკრეტულად პიარი და მარკეტინგის კურსიც გავიარეთ. პიარსკოლაში ნასწავლი იმდენად გამომადგა, რომ ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე ვხვდებოდი.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?

ჩვენი ჯგუფის საბოლოო პროექტი იყო “ბორჯომი– ბუნების გულშემატკივარი”; ბორჯომის ამ წამოწყებაზეც პიარსკოლიდან გავიგე, შესაბამისად უამრავი რამ გავიგე არა მარტო კონკრეტულად ამ პროექტზე, თავად პროექტის წერის სპეციფიკაზეც.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

პირველ რიგში სწორად შერჩეული ლექტორები, რომლებიც თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. დამეთანხმებით, ქეისურად პრობლემის გადაჭრის სწავლება უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ წიგნში წაკითხულის დაზეპირება. ამასთან, უამრავი მეგობარი შევიძინე, და ვფიქრობ, მართლა გამიმართლა ჯგუფში.

რას ურჩევდი მათ, ვინც დაინტერესებულია კომუნიაკაციების სფეროთი?

აუცილებლად უნდა ისწავლონ და ეძებონ სიახლეები მუდმივად; კომუნიკაციების სფერო იმდენად სპეციფიკურია, რომ თუ არ აუწყე ფეხი, გაგასწრებს, შესაბამისად, ერთადერთი გზა განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის “შესრუტვა” და შემდეგ პრაქტიკაში სწორად გამოყენებაა.