პიარსკოლის პირველი კვირის შთაბეჭდილებები
პიარსკოლაში პირველივე დღიდან დამხვდა გარემო, რომელმაც ორმაგად გამიმძაფრა სწავლის სურვილი.
რატომ გადავწყვიტე ჩამებარებინა პიარსკოლაში?
პირველ რიგში, პიარი ჩემთვის საინტერესო სფეროა, სფერო, რომელიც დღევანდელ რეალობაში პროგრესული და შესაბამისად მოთხოვნადიცაა. პიარის შესაძლებობლები პრაქტიკულად ყველა სფეროში გამოიყენება და გააჩნია უდიდესი რესურსი პირადი და პროფესიული ინტერესების შერწყმისთვის. ამ სფეროში არასოდეს მოიწყენთ, ის გპირდებათ მუდმივად განვითარებად და მრავალფეროვან გარემოს. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, პიარის საკითხებში გავთვიცნობიერებულიყავი და ჩავაბარე პიარსკოლაში.
სწავლა 2019 წლის 1 აპრილს დავიწყე. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ ეს მართლა რეალურად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. პირველივე ლექციიდან მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, რომელიც სინათლის კარებს გიღებს და შენი დასახული მიზნების განხორციელებაში გეხმარება. ეს ის ადგილია, სადაც სწავლობ, ვითარდები და კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს დგამ კარიერულ ცხოვრებაში.
ის შთაბეჭდილებები, რომელიც პირველივე ლექციიდან მივიღე ემოციებით აღსავსე იყო, ის მეგობრული გარემო, სადაც ავღმოჩნდი, ნამდვილად, დაუვიწყარია ჩემთვის.
პიარსკოლა ადგილია, სადაც სადაც საინტერესო ლექციებისა და საქმის მცოდნე პროფესიონალი ლექტორების დახმარებით მიიღებთ ცოდნას, რომელსაც თქვენს საქმიანობაში აუცილებლად გამოიყენებთ.