პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

 PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანა ბიწაძე აფასებს:

მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ

ამ ეტაპზე სასიამოვნო ცვლილებების მოლოდინში ვარ. პიარსკოლის ლექციების დაწყების შემდგომ, ზუსტად მივხვდი სად არის ჩემი ადგილი და რა მიმართულებით მსურს განვითარება.

როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა გახდა საწინდარი იმისა, რომ ხელახლა აღმომეჩინა საკუთარი თავი, გავხდი უფრო თავდაჯერებული.

დარწმუნებული ვარ, რომ პიარსკოლაში მიღებული ცოდნით ბევრად უფრო მარტივად შევძლებ მომავალში სირთულეებთან გამკლავებას და ფიქრის პროცესში, გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ვიქნები. შევძლებ არსებული ინფორმაციის ორგანიზებას და შემდგომ პრაქტიკაში განხორციელებას.

გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?

ეფეს საქართველოს პროექტ “გარემოსთვის” პიარ კამპანიაზე ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, პროექტზე მუშაობის პერიოდში შეგვხვდა სირთულეები, თუმცა დიდი გამოცდილებაც მივიღე, რადგან ვიმუშავეთ რეალურ პროექტზე და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მოგვეცა.

შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?

ჩემი აზრით, ეს კურსი ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოსცადოს სხვადასხვა მიმართულებით და ასწავლოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია. გამოვარჩევდი პროფესიონალ ლექტორებს, რომლებიც დაუღალავად გვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას.

ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?

კურსზე განსაკუთრებით მომეწონა მრავალფეროვანი საგნების ერთობლიობა, რომელთა საფუძვლების გაცნობის შემდგომ, უკეთ ხვდები თუ რომელი მიმართულებით გსურს საკუთარი თავის განვითარება.

რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?

იყო პიარსკოლელი ნიშნავს გახდე დიდი ოჯახის წევრი, სადაც შენი სჯერათ და მუდმივად გგულშემატკივრობენ.