პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნატალია ჩიბალაშვილი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ პიარსკოლაში თითოეული ლექტორი პროფესიონალია, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მათ გაგვიზიარეს თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილება და მოგვცეს იმის სურვილი, რომ საკუთარი მიზნები რეალობად ვაქციოთ. ვთვლი, რომ პიარსკოლა არის ურთიერთობა, რადგან ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი გავიცანი, რამაც ჩემში პიროვნული ზრდა გამოიწვია. ასევე გამოვყოფ ჩემს პროექტის მენტორს (რ.უსტიაშვილი), რომელიც იმდენად აქტიურად იყო ჩართული თითოეულ პროცესში, რომ თამამად შემიძლია ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ ჭრილში მისგან ვისწავლე ბევრი რამ და რაც მთავარია განვვითარდი. პიარსკოლამ მასწავლა გუნდური მუშაობა და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ხერხები. მასწავლა ის, რომ შრომა ყოველთვის ფასდება, რაც ნამდვილად ვიგრძენი განვლილ კურსში. სამ საუკეთესო სტუდენტში დასახელებისას მივხვდი თუ რა შედეგი მოაქვს შრომას, რა ფასი აქვს გულით გაკეთებულ საქმეს.
კურსის განმავლობაში მხოლოდ თეორიით არ შემოვფარგლულვართ. იყო პრაქტიკული, ინტერაქციული დავალებები, რომლებიც როგორც სახალისო, ასევე საინტერესო იყო.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლაში შევიძინე და გავიცანი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ლექტორი იყო თუ სტუდენტი, რადგან კურსის განმავლობაში ყველა თანატოლები ვიყავით, რაც მეტ სტიმულს მაძლევდა, რომ მეშრომა.პიარსკოლის მენტორები, ლექტორები, სტუდენტები და გუნდის წევრები არიან იმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რამაც მიზნამდე მიმაღწევინა.
სამომავლოდ უკვე ვიცი, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს შრომის დაფასება და რამდენად ტკბილია ბევრი დაღლის მიუხედავად ბოლოში გატკბილებული კენწერო.
როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?
პიარსკოლაში კურსის დამთავრების შემდგომ მეტად მოტივირებული ვარ, რომ წარმატებული ვიყო ჩემს საქმიანობაში. ახლა კი მაქვს სურვილი, რომ მეტად ბევრი ვიშრომო და გავაგრძელო ამ სფეროში მოღვაწეობა, რადგან პიარსკოლა ნებისმიერ ნაბიჯზე გვერდზე მედგა და მიდგას რაც ნამდვილად ვიგრძენი. ახლა უკვე თამამად შემიძლია თეორია პრაქტიკაში გამოვიყენო და ყველა სირთულეს ჩავეჭიდო.