პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ ყველაიძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

კვალიფიციური , პროფესიონალი და მეგობრული ლექტორები, ეს ხალხი შეუფასებელი განძია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პიარსკოლის მთავარი უპირატესობა. ადამიანები, რომლებიც მაქსიმუმს დებენ, რომ შენ ცოდნა მიიღო და ამ ყველაფერს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. ალბათ ასე მცირე დროში ამდენის სწავლა, სწორედ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობამ გამოიწვია, როგორიც თითოეული ლექტორია. ეს არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის პროცესი, ეს არის ურთიერთობა რეალიზებულ, წარმატებულ, საკუთარ საქმეზე შეყვარებულ ადამიანებთან, რაც გიჩენს მოტივაციას, შენც მათნაირი გახდე.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგვცა?

დავიწყებ იმით, რაში დამეხმარა – ჩემი მცირე ხნიანი გამოცდილება პიარ საქმიანობაში ჩემს თავდაუჯერებლობას იწვევდა, პიარსკოლაში მიღებული ცოდნით ახლა ჩემი ფიქრები მიმართულია იმისკენ, რითი შეიძლება გავხადო უკეთესი ჩემი საქმე სამსახურში, გამიჩნდა ინიციატივები და არ მიჭირს მათი სხვებისთვის გაზიარება, იმიტომ რომ სამი თვე გავატარე ისეთ ადამიანებთან, ჩემი აზრები მოისმინეს და შეაფასეს ისეთმა ადამიანებმა, რომ ამან ჩემი ენთუზიაზმი, მოტივაცია და თვითშეფასება გაზარდა. შესაბამისად, უკვე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი შესაძლებლობების მიმართ, რაც მთავარია უკეთესობისკენ.

გარდა ამისა, ახლა ყველა იმ თემას, რომელიც დეტალურად გავიარეთ პიარსკოლაში მეტი ყურადღებით ვეკიდები, ვაკვირდები დეტალებს და მიკვირს ეს ასე მცირე დროში როგორ მოხდა, რომ ახლა რაღაცებს სხვა თვალით ვუყურებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი მიზანი, გამეგო მინდა თუ არა ჩემი პროფესიული ცხოვრება მივუძღვნა პიარს, გავიგე. მინდა უფრო მეტი ვიცოდე, მუდმივად გავიღრმაო ცოდნა.  არ გამოვრიცხავ მომავალში ჩემი გადაწყვეტილება შეიცვალოს, ოღონდ ახლა ზუსტად ვიცი, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და დავიხარჯები ბოლომდე იმისთვის, რომ ვიყო საუკეთესო.

 როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო ერთი დიდი გამოწვევა და ცხოვრებაში საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ისწავლო ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებია და შემდეგ წარსდგე იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც საქმეში შენთვის მაგალითები არიან, არ არის მარტივი და სწორედ ამ სიძნელემ და მისმა გადალახვამ ცხოვრებისეული გარდატეხა მოახდინა. ბოლოს,  მადლობა შესაძლებლობებისთვის, თავდაჯერებისთვის, მოტივაციისთვის. ადამიანები, რომლებიც ამ კურსმა შემძინა, ჩემთვის პროფესიული ცოდნის მიღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.