პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ელენე გუდაძე აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
პიარსკოლის უპირატესობა არის პრაქტიკაზე დაფუძნებული თეორიული სწავლება და გამოცდილი ლექტორები. ასევე, გამოვარჩევდი მეგობრულ გარემოს.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლაში მიღებულმა ცოდნამ მომცა მეტი პრაქტიკული უნარ-ჩვევა და დამეხმარა, სწორად განვავითარო ჩემი საქმიანობის მიმართულება. ვისწავლე კამპანიების სწორად დაგეგმვა. ასევე, ამიმაღლა თვითშეფასება და მომცა მეტი თავდაჯერებულობა.