პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული თეონა ხარაზიშვილი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
გამოვარჩევდი ლექტორების პროფესიონალიზმს, მეგობრულ გარემოსა და ცოდნას, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება სწორად ვმართო კომუნიკაცია, სტრატეგიულად ვიფიქრო და უკეთ წარმოვაჩინო იდეები ჩემს საქმიანობაში.