პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ქეთი სანაია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პირველ რიგში, პიარსკოლის კურსი არის საოცრად საინტერესოდ აგებული, ჩემთვის როგორც სხვა პროფესიის ადამიანისათვის, რომელსაც არასდროს ქონია შეხება პიართან და მარკეტინგთან, კურსმა შეძლო და მომცა საინტერესო ცოდნა, რისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ლექტორები არიან საოცარი პიროვნებები საოცარი ლექციებით. მათი გაცნობის და მოსმენის შესაძლებლობა არის კურსის და თქვენი სკოლის უპირობო უპირატესობა.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

ჩემი პროფესიის შეცვლის რეალური შესაძლებლობა დამანახა. მომცა მოტივაცია, რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო. ლექტორები, რომლებიც უბრალოდ კი არ ხსნიდნენ ლექციებს, არამედ ადამიანურად იმდენად საინტერესო რჩევებს გვაძლევდნენ, თავიან ისტორიებს გვიზიარებდნენ და მოტივაციას გვაძლევდნენ, რომ ცვლილებები არის შესაძლებელი და დაგვიანებული არაფერია.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ჩემთვის პიარ სკოლის კურსი იდეალურად არის აწყობილი და შესაძლებლობა რომ მქონდეს, ისევ თავიდან გავივლიდი ზუსტად იმ ფორმატით და შინაარსით, როგორიც იყო.