პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნანუკა ბერაძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობარა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის ყველაზე დიდი უპირატესობა პრაქტიკულობაა — აქ არ გასწავლიან თეორიას, რომელსაც ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ. ყველაფერი რეალურ პროექტებზეა, რაც გაძლევს რეალურ გამოცდილებას. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ლექტორები აქტიური პროფესიონალები იყვნენ, სულ პროცესში ჩართულნი. გამოვარჩევდი გუნდურ მუშაობას და იმ ურთიერთობებს, რაც კურსის განმავლობაში ჩამოყალიბდა — არა მარტო პროფესიულად, ადამიანურადაც.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაშიყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება არა მხოლოდ კომუნიკაციაში, არამედ სტრატეგიულ აზროვნებაში – როგორ დაგეგმო კამპანია, როგორ გაუწიო პროექტს სწორი პიარი, როგორ ააგო მესიჯი და როგორ იპოვო სწორი ტონი აუდიტორიასთან.

როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პიარსკოლამ მომცა, იყო თავდაჯერებულობა – ახლა ვიცი, რომ შემიძლია შევუდგე საქმეს პროფესიონალურად და პრაქტიკული გამოცდილებაც უკვე მაქვს.