
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული გვანცა შინდელიშვილი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
ჩემთვის, პიარსკოლის უპირატესობა ასოცირდება ძლიერ ლექტორებთან, რომელთაგან ყველას, ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდა ლექციებისთვის შემუშავებული. მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ცოცხალი მაგალითების განხილვამ, დისკუსიებმა, მუდმივმა ინტერაქციამ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ამას გარდა, კურსზე მომეწონა ხშირი პრეზენტაციების წარდგენა, ყოველი საგნის დასრულებისას. ვფიქრობ, რომ აქტიურად ჩატარებული პრეზენტაციების დამსახურებაა ის, რომ საბოლოო გამოცდაზე ჩვენი თემა მეტად თავდაჯერებულებმა და ორგანიზებულებმა წარმოვაჩინეთ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, თითოეული ლექტორის დამოკიდებულება სტუდენტისადმი.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კურსმა მომცა, არის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ბრენდის მართვის უნარები. მე ვისწავლე, თუ როგორ უნდა შევქმნა ეფექტური გზავნილები, გავაანალიზო სამიზნე აუდიტორია და გამოვიყენო სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტები ჩემი მიზნების მისაღწევად. პროფესიული თვალსაზრისით, ეს ცოდნა მაძლევს საშუალებას, უკეთ წარვადგინო ჩემი იდეები, დავგეგმო წარმატებული კამპანიები და გავუმკლავდე კრიზისულ სიტუაციებს
როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?
ამ სამი თვის განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ მომცა საშუალება ვიყო უფრო ქმედითი, დარწმუნებული და წარმატებული ჩემს სფეროში.