
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ ქვარცხავა აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
პიარსკოლის მთავარი უპირატესობა მისი პრაქტიკული მიდგომაა, თეორიული მასალის პარალელურად რეალურ ქეისებზე მუშაობა და გუნდური დავალებები გეხმარება, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური და საინტერესო გახდეს. განსაკუთრებულად ღირებული იყო ლექტორების გამოცდილების გაზიარება, იმ ადამიანებისგან სწავლა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კომუნიკაციის სფეროში და თავიანთ წარმატებულ თუ წარუმატებელ მაგალითებს გიზიარებენ.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარება როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ზოგადად ცხოვრებაში — კომუნიკაციის სტრატეგიული ხედვა, კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი და სწორად ჩამოყალიბებული მესიჯების გადმოცემა ნებისმიერი სფეროს საფუძველია. კურსმა ყველაზე მნიშვნელოვანი ის მომცა, რომ უფრო გაბედული და თავდაჯერებული გავხდი იდეების წარმოჩენასა, ხოლო პრაქტიკულმა დავალებებმა მაჩვენა, როგორ გადაიქცეს თეორია რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ მოქმედებად.
როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?
ჩემთვის აქ მოსვლის მთავარი მიზანი თეორიული ცოდნის მიღება და ახალი კონტაქტები იყო. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა რომ კონკრეტულად ამ ჯგუფში მოვხვდი, რადგან არაჩვეულებრივი კონტაქტები შევიძინე. მადლობას გიხდით გადმოცემული ცოდნისთვის და საინტერესო კურსისთვის.