
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ როსტიაშვილი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?
პიარსკოლის ერთ-ერთი უპირატესობა არის მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა, რომელიც აერთიანებს სხვდასხვა დისციპლინას და საშუალებას გაძლევს გაიგო, როგორ არიან ისინი ურთიერთკავშირში და ქმნიან წარმატებულ პიარკამპანიას. აუცილებლად უნდა გამოვყო ლექტორები, რომლებიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ შექმნეს ძალიან მეგობრული გარემო, აუდიტორიასთან მუდმივი ინტერაქციით. ეს ყველაფერი სტუდენტს მეგობრული გარემოს და სალექციო პროცესში აქტიური მონაწილებისკენ უბიძგებს.
ასევე, უნდა აღვნიშნო პრეზენტაციები და პრაქტიკული დავალებები, რომლებსაც მთელი კურსის განავლობაში ვმუშაობდით.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლამ ყველაზე მთავარი, რაც მომცა ეს არის გამოცდილება, თუ როგორ ვიმუშაო გუნდთან ერთად. მთელი კურსის განმავლობაში მუშაობა გიწევს იმ ადამიანებთან, რომლებიც სრულიად უცხონი არიან შენთვის, ამ დროს თავს იჩენს თქვენ შორის არსებული განსხვავებები, როგორებიცაა ღირებულებები თუ გამოცდილებები, მაგრამ შენ უნდა გაერთიანდე მათთან საერთო მიზნისთვის, შექმნათ პროდუქტი, რომელსაც აუდიტორიას წარუდგენთ და მათ მოწონებას დაიმსახურებთ. ამ პროცესმა მასწავლა ადაპტაციის, კომპრომისების
და კონფლიქტის გადაჭრის უნარები. ეს კი ის უნარებია, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება სამსახურებრივ ცხოვრებაში.