პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანი ცინცაძე აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…
ამჟამად არსად ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ დავამთავრე პიარსკოლა და ასევე თსუ-ში მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი. სამომავლოდ, ჩემი საქმიანობა აუცილებლად დაუკავშირდება სტრატეგიულ კომუნიკაციებს.
როგორ გამოიყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
პიარსკოლაში მიღებული ყველა რჩევა გამახსენდება და გამომადგება მომავალში. მაგალითად, გამახსენდება, რაოდენ მნიშვნელოვანია კონტაქტები და კეთილგანწყობა, ნდობის მოპოვება, როგორ უნდა იმუშაო იმიჯისა და კარგი რეპუტაციის შექმნისთვის. ახლა უკვე ვიცი, რომ ბრენდი უნდა წარმოიდგინო, როგორც საკუთარი შვილი და ყველა ის თვისება უნდა მიანიჭო, რაც გინდა რომ შენს შვილს ჰქონდეს, მუდამ მისი მოვლისა და ზრუნვის პროცესში იყო.
პიარსკოლაში გუნდური თამაშის წესი ვისწავლე, მივხვდი, რომ სხვისი “სულელური” იდეა, შეიძლება ჩემი “მაგარი” იდეის საფუძველი იყოს (და პირიქით). მასწავლა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სოციუმში. პიარსკოლამ მთავარში დამარწმუნა – პიარის სპეციალისტობა მინდა. ვისწავლე დროის მენეჯმენტი, უპირატესობების დალაგება. მივხვდი, დაღლის, ბევრი სხვა საქმის მიუხედავად, საყვარელი პროფესიის შესწავლა არასდროს უნდა გადადო.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?
მე მომიწია “აგროსოლუშენის” ჯგუფის საკომუნიკაციო და წარმოჩენის კამპანიაზე მუშაობა. პროცესი ზოგჯერ დაძაბული იყო, ბევრს ვკამათობდით, მაგრამ მუშაობის ბოლოს ყველა ვხვდებოდით, როგორ გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი შეგვხვდა. ბიზნესლედი, მსახიობი, ქალბატონი – მრავალი სამსახურეობრივი გამოცდილებით და მე, ყოფილი ჟურნალისტი – საოცარი კვარტეტი იყო, ყველაზე ტკბილად გამახსენდება. ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი მენტორები გვყავდნენ, დიდი მადლობა მათ და ყველას, ვინც ეს პერიოდი ჩვენს კომფორტსა და სწავლის ხარისხზე ზრუნავდა.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
პიარსკოლის უპირატესობა არის პრაქტიკოსი, სუპერ პროფესიონალი ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდი, თანამედროვე, ინტერაქციული, სწავლების მეთოდი. ეს კურსი ყველას დაეხმარება თვითგამორკვევაში, განურჩევლად პროფესიისა და გამოცდილებისა. შანსს მისცემს ადამიანებს, რომ უკეთესი საქმეების კეთება შეძლონ, ან უბრალოდ, მიხვდნენ, თუ სად სურთ რომ იყვნენ.
ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?
პროფესიონალი ლექტორები, შეკრული გუნდი, სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული, მეგობრული გარემო. ძალიან საინტერესო, ლოგიკურად დალაგებული ქვეკურსები, რომელსაც პიარისა და მარკეტინგის ლომები უძღვებიან.
რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?
გულწრფელად პატივია, რომ პიარსკოლელის სტატუსი მაქვს. ეს არ არის პირველი დიპლომი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო, საპატიო ადგილი მივუჩინე, ყოველი შეხედვის დროს რომ ყველაზე დადებითი ემოციებით ამავსოს.