პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ნინო ლორთქიფანიძე აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?

საინტერესოდ წარმართული ლექციები ნამდვილად არის პიარსკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა ყველაფერთან ერთად ლექტორები, რომლებსაც დიდი  გამოცდილება აქვთ, ნამდვილად არის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა? 

პიარსკოლამ მომცა საშუალება გამეცნო ძალიან ბევრი საინტერესო და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქ მიღებული ცოდნა ჩემი სამომავლო პროფესიის წარმატებულად წარმართვაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს.