პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ვერიკო კვირკია აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?

ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს ცოდნა პროფესიონალი ლექტორებისგან , ასევე შევიძინე ისეთი მეგობრები და ურთიერთობები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამომადგება. პიარსკოლაში არის აქტიური სამუშაო გარემო, რაც ყველა სტუდენტს დიდ მოტივაციას აძლევს მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ამ სფეროსთან დაკავშირებით.

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლაში გავიცანი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები. პიარსკოლის მენტორები, ლექტორები, სტუდენტები და ჩემი გუნდის წევრები იყვნენ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რამაც მიზნამდე მიმაღწევინა. სამომავლოდ უკვე ვიცი, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს შრომის დაფასება.