პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული შაკო ჯინჭარაძე აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?
პიარსკოლის უპირატესობა პირველ რიგში პრაქტიკოსი ლექტორები არიან, რომლებიც ცდილობდნენ სიღრმისეულად გადმოეცათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყოველთვის შენ გვერდზე არიან, თუ რამე რჩება გჭირდება. პიარსკოლა ასევე გაძლევს საშუალებას დაინახო სრულად მარკეტინგისა და პიარის სფერო – რა და როგორ მუშაობს, და ამის შემდეგ თვითონ აირჩიო შენი მიმართულება. პრაქტიკული დავალება, რომელიც კურსის ბოლოს უნდა ჩააბაროს სტუდენტმა, აძლევს მას საშუალებას მეტად დაუახლოვდეს გუნდის წევრებს, გაიჩინოს ახალი მეგობრები.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
პიარსკოლამ მომცა საშუალება უფრო სიღრმისეულად გამეცნო პიარისა და მარკეტინგის სფერო. პიარსკოლაში სწავლამ მიმახვედრა, რომ ეს ის სფეროა, რომლიც ძალიან მაინტერესებს და მივიღე გადაწყვეტილება მაგისტრატურაზე სწავლა მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით გავაგრძელო.