პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული ლიკა მარტაშვილი აფასებს:

რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?

პიარსკოლის უპირატესობა უნივერსალური ლექტორებია, გუნდი, რომელიც შენზე მუშაობს და არ გაგრძნობინებს, რომ უბრალოდ მეორე ან ოცდამესამე სტუდენტი ხარ. მათი მოსმენისას სხვა ტრენინგებისა თუ ლექციებისგან განსხვავებით თავს თვლი ორიენტირად და მიზნად, რომლადაც ყველა ლექტორი აღგიქვამს. ამ კურსზე იგებ ძალიან ბევრ ახალს, ხოლო ძველის გაგებისას მას სრულიად ახალი თვალით ხედავ!

რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?

პიარსკოლა დამეხმარა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში, მე დღეს შემიძლია ვიყო მე და ზუსტად ვიცოდე, რომ ასეთი უნდა ვიყო. ამ ადგილმა შემძინა ადამიანები, ვინც მზად არიან ნებისმიერ მომენტში გვერდით მედგნენ, გამაცნო ლექტორები, ვინც მზად არიან თითოეულ პრობლემაზე სწრაფი და ამომწურავი რეაგირება ჰქონდეთ, მომცა საშუალება ერთ საკითხს არათუ ერთი, ორი ან სამი, არამედ ყველას თვალით შევხედო და ნებისმიერი გამოწვევა არათუ პრობლემად, არამედ შესაძლებლობად აღვიქვა.

რას გვეტყვით პიარსკოლის ლექტორებზე?

ვთვლი, რომ თითოეული ლექტორი ზუსტად იმ მიზნით არის შერჩეული, რომ მე – ლიკა მარტაშვილმა ზუსტად ისე ვიგრძნო თავი, როგორც ახლა ვგრძნობ – კმაყოფილი, ემოციებით დახუნძლული ცოდნითა და შემართებით აღსავსე, ნათელი, ,,ანთებული”, მიზანდასახული და სრულიად ახალი ნაბიჯებისკენ მომართული ვარ. მადლობა, რომ მომეცა საშუალება ამ ძალიან მაგარი ადამიანების გვერდით ჩემი პატარა ადგილიც მეპოვა. .

მინდოდა ყველა ლექტორზე დამეწერა რამდენიმე სიტყვა, თუმცა, მგონია, რომ ყველა ლექტორზე რამდენიმე სიტყვა უბრალოდ არასაკმარისი იქნება. ვამაყობ საკუთარი თავით, რომ მათთან მუშაობას ავუწყე ფეხი და კიდევ უფრო გავიზარდე.

მადლობა პიარსკოლასა და თითოეულ თანამშრომელს, ვისაც პატარა წვლილი მიუძღვის ჩემი კმაყოფილების ასეთ დონემდე მიყვანაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ რომ ვიცხოვრო ისევ თქვენი სტუდენტი ვიქნები!  მადლობა საოცარი გამოცდილებებისა და ემოციებისთვის!