პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული თამარ მაჭანკალაძე აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
გამოვარჩევდი ლექტორებს. პიარსკოლას პიარსკოლად სწორედ ეს ადამიანები აქცევენ. კურსის მსვლელობის დროს აღმოჩენა იყო რამდენიმე ლექტორი, რომელთა ლექციებზეც სიხარულით მოვრბოდი და მათ მთელი გონებით ვუსმენდი.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე ნამდვილად გამომადგება საქმიან და პირად ურთიერთობებში. დავრწმუნდი, რომ ეს არის სფერო, სადაც შემიძლია ჩემი უნარებისა და გამოცდილების გამოყენება. ეს არის სფერო, სადაც ჩემს თავს ვხედავ და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ განათლებას მივიღებ. რეალურად არსებობენ ადამიანები, რომელიც ზე პროფესიონალები არიან და იციან ეს საქმე უმაღლეს დონეზე. სწორედ ასეთი ადამიანები გავიცანი აქ. არასდროს არის გვიანი ისწავლო და ახალ პროფესიას დაეუფლო. მთავარია სწორ ადგილას მოხვდე. პიარსკოლაში ყოფნის დროს დავრწმუნდი, რომ ჩემი ჯიუტი ხასიათი მიზნის მიღწევაში მეხმარება. ასევე დავრწმუნდი, რომ არ არსებობს დადგენილი ჩარჩოები და ნებისმიერ გარემოში საჭიროა კრიტიკული აზროვნება. თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, კრიტიკულად უნდა შეხედო შენს თავს და შემდეგ გარემოს. ეს დაგეხმარება სიტუაციის რეალურად შეფასებაში. პიარსკოლამ ასევე მომცა ახალი ნაცნობობა და მეგობრები. მადლობა ამისთვის.
როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?
მადლობა ამ არაჩვეულებრივი სამი თვისთვის. ახლა კიდევ უფრო მეტად მინდა ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელება და შესაბამისად მეტი ცოდნის მიღება.