პიარი მაღალ ქუსლებზე
თანამედროვე მსოფლიოში ზოგიერთი პოლიტიკოსი არჩევნებს არჩევნებზე იგებს, მაშინ, როცა მისი კონკურენტები ისტორიულ წარსულში იკარგებიან. უამრავ ბრენდს შორის, მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია მომხმარებლისთვის თავის შეყვარება და რეიტინგებში პირველი ადგილის დაკავება. კამპანიების გამოგონება, შექმნა, შეფუთვა და ადამიანებისთვის მარტივად მიწოდება ისე რომ რამდენიმე წელი ახსოვდეთ, მხოლოდ რჩეული კომპანიების ხვედრია, ან კიდევ – ფუფუნება. რთულია კონკურენცია, 21-ე საუკუნის ფონზე კი – უფრო რთული…
„იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ, საჭიროა თქვენი კომპანია, პროდუქტები, იდეები, პოლიტიკა თუ წინადადებები მაქსიმალურად მიმზიდველად წარადგინოთ. ეს არის ის, რის გამოც ხალხი ყიდულობს კოსმეტიკურ საშუალებებს, რატომაც უნდა იყოს ვიტრინის დიზაინერების სამუშაო მაღალანაზღაურებადი და რატომაც აპრიალებენ ვაშლებს ვაშლის გამყიდველები.“ – ჯერემი ბულმორი.
საზოგადოება – კომპანიების სამიზნე ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა სეგმენტებად ვიწროვდება. ზოგ შემთხვევაში აუდიტორიას თინეიჯერები წარმოადგენენ, ან მხოლოდ მამაკაცები, შუა ხნის ქალბატონები, საქმიანი ადამიანები, დიასახლისები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა მათთან საუბარი და სათქმელის გასაგებ ენაზე მიტანაა.
დამოუკიდებელი ადამიანისთვის კი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ურთიერთობები და კომუნიკაციაა. რა თქმა უნა, მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების სწორად წარმართვა, ფიქრი და მსჯელობაც.
ამ ყველაფრის უკან, სხვადასხვა კომპანიებში დგანან ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან, ცდილობენ განვითარებას, იღებენ გამოწვევებს, სწავლობენ და უძლებენ ყველა სირთულეს.
ვინ არიან ეს ადამინები? რა უნარებია საჭირო იმისათვის, რომ უფრო ხმამაღლა და მოსაწონად „იყვირო“, ვიდრე შენი კონკურენტები? რა ხერხებით უნდა ებრძლო გამოწვევებს? რა თვისებები უნდა გააჩნდეს პიარ მენეჯერს, რათა საკუთარი კომპანია არა კარგი, არამედ საუკეთესო გახადოს?
სახელი გვარი: Public Relations
სქესი: მდედრობითი
ასაკი: 30 წელი
წარმომავლობა: აშშ
პროფესია: ჟურნალისტი, პიარ მენეჯერი
უყვარს: მაღალი ქუსლები, კლასიკური მუსიკა, ჭიქა – შავი ღვინო, ტანგო
ყურებამდეა შეყვარებული: წიგნებზე, საყვარელი პერსონაჟი – მარტინ იდენი, საყვარელი წიგნი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“, საყვარელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი
თავისუფალ დროს: მოგზაურობს, ყოველ ჯერზე ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს, უყვარს განსკუთრებული და საინტერესო ადგილების აღმოჩენა
ცხოვრებისეული სლოგანი: არასოდეს თქვა არასოდეს!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
საყვარელი ფერი: წითელის, შავისა და თეთრის კონტრასტი.
ჩაცმის სტილი: სადა კლასიკური, მუდამ მოწესრიგებული… კარადაში აქვს კაბები, კაბები და კიდევ კაბები
ძლიერი მხარე: ზე-ენერგიული, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული, საზოგადოებაში დამკვიდრებული აქვს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია
სუსტი მხარე: ჯიუტი, მიმნდობი, რეალისტისა და პესიმისტის ზღვარზე.
შესაძლებლობები: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხერხების ადვილად შესწავლა და გამოყენება, მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.
საფრთხეები: დაღლილობისგან ან უძილობისგან მოულოდნელი სიკვდილი… 😀 უამინდობა
ყველა ასეთი თუ განსხვავებული პიარ მენეჯერის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა დგას. ყოველმა ასეთმა ტიპმა ნულიდან უნდა დაიწყოს და ყველა საფეხური გაიაროს, რომ პიარის სფეროში წარმატებას მიაღწიოს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად, უნდა იყოს მოქნილი, ერკვეოდეს ტექნოლოგიებში, წერდეს და მეტყველებდეს კარგად, უნდა იყოს სხარტი და დამაჯერებელი.
დიახ, პიარ მენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ეს გზა უამრავი წინააღმდეგობით არის სავსე, ხოლო მისი ოსტატობა სწორედ მაშინ ვლინდება, თუ როგორ გადალახავს სირთულეებს. იმისათვის, რომ ორგანიზაციას სარგებელი მოუტანოს, უნდა იცოდეს საკუთარი კომპანიის ყველა პროდუქტი, უპირატესობა და რაც მთავარია, ადამიანებს გულწრფელად ესაუბროს. თუ ორგანიზაცია დამნაშავეა, „ბოდიშიც“ უნდა მოიხადოს და პასუხისმგებლობაც იკისროს.
დიახ, ამ ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება, ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ძალიან ბევრ წვრილმანს გასწავლის, არაერთი შეცდომის ხარჯზე.
და მაინც, ვფიქრობ, მთავარია, გიყვარდეს რასაც აკეთებ და ყველა გამოწვევასა და სირთულესაც დაძლევ, მაშინაც კი, როცა შეიძლება ფეხქვეშ მიწა გეცლებოდეს ან ციდან მეტეორი ეშვებოდეს…
P.S. მე ნულიდან დავიწყე და გაუს პიარსკოლაში ვსწავლობ…. თუმცა, ჩემი ეს წერილი ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, თუ რამდენ სიახლეს გაეცნობით და ისწავლით აქ… შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც ფერადი კამპანიები შექმნეს და რომელთა გავლენის ქვეშაც დღემდე ვართ, ადამიანებს, რომლებმაც დიდი კრიზისები დაძლიეს სხვადასხვა ხერხებით, ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად და გახსნილად გელაპარაკებიან, რომ თანამედროვეობა გაგაცნონ და შეგაგუონ. თითოეული მათი მცდელობა კი არის ის, რომ დაგანახონ, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სწორ კომუნიკაციას – საზოგადოებასთან.