პიარსკოლაში პროექტების მართვის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლა პროექტების მართვის კურსზე მიღებას აცხადებს. პროექტების მართვა ეს არის ტრეინინგი სტრატეგიული მენეჯმენტიდან კონკრეტული ამოცანების განხორციელებამდე, რომელიც გულისხმობს მსმენელებისთვის პროექტების ეფექტიანი მართვისა და თანამედროვე ტექნიკის სრულყოფილ ათვისებას,  თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

პროგრამა განიხილავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, პროექტის რაობას, შინაარსს, მთავარ წყაროებს, მართვის ეტაპებს, მიზნებსა და ამოცანებს, დროისა და დანახარჯების დაგეგმვას, რისკების მართვას, პროექტზე პასუხისმგებელი გუნდის ჩამოყალიბებას, მათ მოტივირებას, ადამიანურ რესურსებსა და კომუნიკაციის საშუალებებს, შესყიდვებს, პროექტის შეფასების კრიტერიუმებსა და მეთოდებს.

პროექტების მართვა 28 ნოემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება, რომელსაც მენეჯმენტში, მარკეტინგის მართვასა და სტრატეგიულ ადმინისტრირებაში 17-წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი ალექსანდრე მარგიშვილი წაიკითხავს. 

კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს –http://www.prschool.ge/geo/applicationform.php .

ტრეინინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://prschool.ge/geo/proeqti.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]

 

პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის სალექციო კურსი ეკატერინე ტოგონიძემ წაიკითხა

პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის სალექციო კურსი ეკატერინე ტოგონიძემ წაიკითხა. ტრეინინგის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება მედიის მთავარ ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდებში გარკევულიყვნენ, ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები და მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების მართვის თემები განეხილათ. პრაქტიკული რეკომენდაციები მომავალ პიარ მენეჯერებს მედიასთან ურთიერთობასა და სწორი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებაში დაეხმარებათ.

ეკატერინე ტოგონიძე პროფესიით ჟურნალისტია და ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2000 წლიდან მიჰყავდა პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა “მოამბე” და 2007-დან  – დილის გადაცემა “ალიონი”. კომპანია “თავისუფალ დროში” კი ხელმძღვანელობდა ამავე სახელწოდების ჟურნალს და იყო ორგანიზაციის პიარ მენეჯერი. 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2010 წელს დაამთავრა პიარ სკოლა და გახდა საუკეთესო სტუდენტი.

პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღება გამოცხადებულია

პიარსკოლა კრეატიული მარკეტინგის კურსზე მიღებას აცხადებს. კრეატიული მარკეტინგი ეს არის მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით.

კრეატიული მარკეტინგი პიარ სკოლაში 24 ოქტომბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს –http://www.prschool.ge/geo/applicationform.php .  ტრეინინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/kreative.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების იანვრის კურსზე მიღება გამოცხადებულია

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ზამთრის კურსზე მიღება დაიწყო. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. კურსი 23 იანვარს დაიწყება და 21 აპრილს დასრულდება. ტრეინინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ბმულის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]

ღია კარის დღე პიარსკოლაში

19 სექტემბერს, 18:30 წუთზე, პიარსკოლაში კურსის “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” ღია კარის დღე გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, სტუდენტებისთვის მომავალი სასწავლო პროგრამის გაცნობა და ლექტორებთან შეხვედრა. ასევე, პიარსკოლელები აირჩევენ პროექტებს, რომლებზეც კურსის განმავლობაში იმუშავებენ და ტრენერებსს ჯგუფური პრეზენტაციების სახით საბოლოო გამოცდის დღეს წარუდგენენ.

შეგახსნებთ, რომ პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი 26 სექტემბერს დაიწყება.

პიარსკოლის კურსდამთავრებული ლევან ოსტაევი მაღაზია ” Mothercare” -ში სტაჟირებას გაივლის

პიარსკოლის კურსდამთავრებული – ლევან ოსტაევი პიარ სკოლის ლექტორისა და კომპანია ”საბაჰ გრუპ ჯორჯიას” მმართველი დირექტორის – ოთარ ქირიას გადაწყვეტილებით, მაღაზია ”Mothercare Tbiisi”-ში სტაჟირებას გაივლის.

სამი თვის გამავლობაში ლევან ოსტაევის საქმიანობის სფეროში შევა: ფინანსური მენეჯმენტი და დაგეგმარება, გაყიდვების სტრატეგია და მონიტორინგი, მარკეტინგი, ვიზუალური მერჩენდაიზინგის პრინციპები, HR მენეჯმენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო ლოჯისტიკა, იმპორტის პროცედურები და ანგარიშგება, გადასახადების რეგულირება, იურიდიული საკითხები, მოკლევადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, გაყიდვებისკენ მიმართული აქციების ორგანიზება, P&L და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლევან ოსტაევი ერთ-ერთია, რომელმაც პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის დასრულების შემდეგ, ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი მიიღო.

პიარ სკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დასრულებულია

30 ივლისს, პიარ სკოლაში კურსის ”პიარი და ინტეგრირებული მარეტინგული კომუნიკაციები” გამოსაშვები საღამო გაიმართა. პიარსკოლელებს ტრენერებმა კურსის წარმატებთ დასრულება მიულოცეს და სერტიფიცებული დპლომები გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონიალზე ლექტორების მიერ შერჩეულ 3 საუკეთესო სტუდენტს სარეკომენდაციო წერილები გადაეცათ. გამოსაშვები საღამო პიარ სკოლაში სადღესასწაულო ტორტის გაჭრითა და სამახსოვრო ფოტო-სურათების გადაღებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემდეგი კურსი 26 სექტემბერს იწყება. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

პიარ სკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი იწყება

პიარსკოლაში ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების”კურსზე მიღება გამოცხადდა. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. მიჰყევით აღნიშნულ ბმულსhttp://www.prschool.ge/geo/applicationform.php, მონიშნეთ სასურველი ველი და დარეგისტრირდით.

კურსი 26 სექტემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ შემდეგი ლინკის გამოყენებით http://www.prschool.ge/geo/integrmarkettechnologies.php, ან დაგვიკავშირდით: (+995 322) 98 83 44; [email protected]

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსზე მიღება გამოცხადდა

11 ივლისიდან, პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსი იწყება. მსურველების რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. მსმენელები 5 სალექციო დღის განმავლობაში დაეუფლებიან ინტერნეტ-მარკეტინგის ეთიკას და გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. სოციალური მედიის კურსი მორგებულია განსხვავებული პროფესიის მქონდე ადამიანების ინტერესებს, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში.

მოხვდი ხუთეულში

პიარსკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიაციების კურსზე სასწავლებლად  ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა. პირველი ნაწილი სწავლას 24 იანვრიდან დაიწყებს, მეორე კი 31 იანვარს. მეორე ჯგუფის შესავსებად დარჩენილია 5 ადგილი, მიღება გამოცხადებულია და რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.