პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის სალექციო კურსი ეკატერინე ტოგონიძემ წაიკითხა

პიარსკოლაში მედიამენეჯმენტის სალექციო კურსი ეკატერინე ტოგონიძემ წაიკითხა. ტრეინინგის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება მედიის მთავარ ფუნქციებსა და მუშაობის მეთოდებში გარკევულიყვნენ, ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები და მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების მართვის თემები განეხილათ. პრაქტიკული რეკომენდაციები მომავალ პიარ მენეჯერებს მედიასთან ურთიერთობასა და სწორი საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებაში დაეხმარებათ.

ეკატერინე ტოგონიძე პროფესიით ჟურნალისტია და ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2000 წლიდან მიჰყავდა პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა “მოამბე” და 2007-დან  – დილის გადაცემა “ალიონი”. კომპანია “თავისუფალ დროში” კი ხელმძღვანელობდა ამავე სახელწოდების ჟურნალს და იყო ორგანიზაციის პიარ მენეჯერი. 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2010 წელს დაამთავრა პიარ სკოლა და გახდა საუკეთესო სტუდენტი.