პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული სოფო თაბაგარი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?
პიარსკოლის უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მოკლე დროში მიიღოს ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
ვისწავლე დეტალებზე მუშაობა, რაც ძალიან გამომადგება ჩემს საქმიანობაშიც და ზოგადად ცხოვრებაშიც. მივიღე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია, გავიცანი საოცარი ლექტორები და შევიძინე კარგი მეგობრები. მიხარია, რომ თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე.