პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მარიამ ინალიშვილი აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა მოგეწონა ყველაზე მეტად კურსზე, რას გამოარჩევდი?
პიარსკოლის უპირატესობა პროფესიონალი ლექტორები, სალექციო კურსის თანმიმდევრულობა, საინტერესო ლექციები და პრაქტიკული ნაწილია.
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
იქიდან გამომდინარე, რომ მინდა სამუშაო ადგილის შეცვლა და პიარისა და მარკეტინგის განხრით დასაქმება, პიარსკოლამ ძალიან კარგი ცოდნა მომცა ამ მიმართულებით და 3 თვიანი კურსის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ცოტათი არათავდაჯერებული ვიყავი, რადგან საბაზისო ცოდნა არ მიმიღია, მაგრამ ამ 3 თვეში თავდაჯერება უფრო მომემატა და უფრო დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში რომ პიარში უნდა დავსაქმდე.