პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული მერი ბლიაძე აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…
უკვე რვა წელია ვმუშაობ პალიტრა მედია ჰოლდინგში ჟურნალისტად. პერიოდულად, სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, სასტუმროებისთვის, ესთეტიკური ცენტრებისთვის ვწერ სარეკლამო სტატიებს, ბლოგს. ვარ ერთ-ერთი სასტუმროს სოც. მედია მენეჯერი.
როგორ გამოიყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
პიარსკოლამ მომცა მნიშვნელოვანი ცოდნა, გამოცდილება, გამაცნო საინტერესო ადამიანები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში. აუცილებლად გავაგრძელებ პიარის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას, მუშაობას. პიარსკოლის დახმარებით ჩემს ცხოვრებაში ახალი თავგადასავლები იწყება.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტზე მომიწია მუშაობა. ეს იყო კომპანია ,,ეფეს საქართველოს” პროექტი – #გარემოსთვის. იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი – ,,ვერ შევძლებ”, მაგრამ როგორც კი ლექცია იწყებოდა, ვრწმუნდებოდი, რომ საინტერესო ეტაპებს გავდიოდი და აუცილებლად შევძლებდი. შინ მისული აქტიურად ვაგრძელებდი პროექტზე მუშაობას. იყო გათენებული, მაგრამ სასიამოვნო ღამეებიც. მადლობა ამ გამოცდილებისთვის!
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
სწორი მიდგომები, მაღალ დონეზე დაგეგმილი კურსი, კვალიფიციური ლექტორები, კეთილგანწყობილი გარემო და შანსი, რომელსაც პიასკოლა აძლევს წარმატებულ სტუდენტებს, პიარსკოლის უპირატესობების მოკლე ჩამონათვალია.
ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სტუდენტების მიმართ, მაღალკვალიფიციური ლექტორები, გულისხმიერი და დაუღალავი მენტორები, პიარსკოლის მენეჯერები: საოცარი თამთა და რუსკა.
რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?
მქონდეს იმიჯი და რეპუტაცია.