პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR-ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანუკა კობალაძე აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ…
მე ვარ ქოუჩი (Life coach), ვატარებ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სესიებს კომპანიების დაკვეთით. ასევე ვმუშაობ ქოუჩ-დღიურის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება ადამიანს საკუთარი თავის პოვნაში, მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
პიარსკოლაში მიღებული ცოდნა ძალიან მეხმარება ჩემს საქმიანობაში, როგორც ქოუჩს, ასევე ადამიანს, რომელიც მუშაობს საინტერესო პროექტზე და ქმნის ბრენდს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რომ არა პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დღიურზე მუშაობა აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში?
ჩემს გუნდს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის თემა შეხვდა, რასაც მიღებული ცოდნისა და შესანიშნავი მენტორის დახმარებით წარმატებით გავართვით თავი. პროექტზე მუშაობამ კი მიღებული ცოდნა გამიმყარა და მასწავლა, თუ როგორ შეიძლება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენება.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
პიარსკოლის კურსი 3 თვიანია და ამ 3 თვის განმავლობაში ყველა საჭირო ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. კურსი არა მხოლოდ თეორიული მასალების გაცნობას, არამედ პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც მოიცავს. ეს კი მიღებულ ცოდნას ერთი ორად ამყარებს. ვფიქრობ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია ამ კურსის გავლა, ვინაიდან აქ მიღებული ცოდნა ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, როგორც პროფესიულ ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსზე? რას გამოარჩევდი?
ჩემი აზრით, შეუძლებელია ერთი კონკრეტული რამის გამორჩევა. მთლიანად კურსი იმდენად კარგად არის შედგენილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაკომპლექტებულია პროფესიონალი ლექტორებით.
რას ნიშნავს შენთვის იყო პიარსკოლელი?
კურსის პირველ დღეს გვითხრეს, რომ პიარსკოლა არის დიდი ოჯახი და მოგვილოცეს, რომ ჩვენც ამ ოჯახის წევრები გავხდით. მეუცნაურა, თუმცა მალევე მივხვდი რას ნიშნავდა ეს სიტყვები. ეხლა კი ბედნიერი და ამავდროულად ამაყი ვარ, რომ პიარსკოლის ოჯახის წევრი ვარ.