პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანანო ციცვიძე აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..
ვმუშაობ GAU-ში, მარკეტინგის დეპარტამენტში, მედია კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
ერთის მხრივ, პიარსკოლაში მიღებული ცოდნა ამარტივებს ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, ნაკლებადვორჭოფობ გადაწყვეტილების მიღებისას. მეორე მხრივ, მიღებული ცოდნა მეტ პროფესიულთავდაჯერებულობას მმატებს, რაც თავისთავად ზრდის შესრულებული საქმიანობის ეფექტურობას.
გაიხსენე საბოლოო პროექტისთვის რა თემაზე მოგიწია მუშაობა და რამდენად დაგეხმარა პრაქტიკული ცოდნის მიღებაში? არის რაიმე ხერხი, რომელიც ამ პროცესში ისწავლე და დღემდე იყენებ?
საბოლოო პროექტი იყო: “ნაადრევის ქორწინების საწინააღმდეგო სოციალური კამპანია”. პიარსკოლამდე ბევრ პროექტზე მიმუშავია, მაგრამ პირველად დავაკავშირე ერთმანეთთან “ა-დან ჰ-მდე” ტექნიკა, მომზადების პროცესი, დეტალები, მიზნები, ყველაფერი ის, რაც რეალურ სამუშაო სივრცეში კამპანიას აქცევს წარმატებულად.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
სულ რაღაც 3 თვეში, იღებ სისტემურ ცოდნას: თეორიულსა და პრაქტიკულს. იცნობ დარგის წამყვანსპეციალისტებს და გიყალიბდება ხედვა.
ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსში?
ძალიან ბევრი რამ მომეწონა, ყველაზე მეტად ალბათ დავალებები, მართალია ზოგჯერ ვწუწუნებდი, მაგრამ რეალურად ის პატარ-პატარა პროექტები, რომელსაც ლექტორები თავიანთი ქვეკურსის ბოლოსთვის გვაძლევდნენ ძალიან ეფექტური იყო მიღებული ცოდნის გააზრებისთვის.
აღსანიშნია ასევე გუნდურობა, ვიცი ეს ცნება ძალიან ტრივიალურია, მაგრამ რეალურ პროფესიულ სივრცეში თანაგუნდელის აღქმა და მასთან ერთად ნაყოფიერად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. პიარსკოლაში ვისწავლე თუ როგორ ვიყო გუნდური მოთამაშე, ისე რომ არ დავკარგო ინდივიდუალურობა და თვითგამოხატვის უნარი.
რას ნიშნავს შენთვის, იყო პიარსკოლელი?
ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას კომუნიკაციების სფეროში ✌️