7-დან 10-მდე
ორშაბთი, ოთხშაბათი და პარასკევი – ეს ის დღეებია, როცა (განსაკუთრებულად) სულ ფორმაში უნდა ვიყო.
პიარსკოლა – ადგილი, სადაც გხვდებიან ისე, როგორც საკუთარ სახლში, იგებ, სწავლობ და იცნობ იმაზე მეტს, ვიდრე უნივერსიტეტში გატარებული წლების დროს!!!
გუნდი – რომელიც პროფესიონალი ადამიანებისგან არის დაკომლპექტებული. მათთან ურთიერთობა მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ გაძლევს. მეგობარი ლექტორები გასწავლიან და გიზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას.
სტუდენტები – აქ საოცარ ადამიანებს შეხვდებით. არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა განსაკუთრებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჩვენს ჯგუფში მოიყარა თავი. ბევრი მეგობარი შევიძინე, რისთვისაც პიარსკოლას დიდი მადლობა.
გარემო – იდიალური… ბევრი რამ შეუძლია ადამიანის გაღიმებულ სახეს და გულთბილ მისალმებას. საღამოს 7-დან 10 საათამდე დრო ისე გადის, რომ ყოველთვის რაღაცის ნაკლებობას გრძნობ, უფრო მეტი გინდა, უფრო მეტს ელი.
სიამაყის გრძნობა, რომ მე პიარსკოლელი ვარ მუდამ ჩემი თანმდევი იქნება.