რა განაპირობებს კოკა-კოლას წარმატებას გლობალურ ბაზარზე?
რა განაპირობებს კოკა-კოლას წარმატებას გლობალურ ბაზარზე? როგორც ერთ-ერთმა ყველზე ცნობილმა ბრენდმა მსოფლიოში, ნამდვილად იცის რამოდენიმე რამ წარმატებული გლობალური მარკეტინგის შესახებ. თითქმის საუკუნეა, ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, როგორც პროდუქტის გაყიდვების, ასევე მარკეტინგის მიმართულებით.
გაგაცნობთ კომპანიის სტრატეგიის რამოდენიმე მიგნებას:
სიმარტივე
მიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლა გლობალურ ინდუსტრიაში მრავალი პროდუქციითაა წარმოდგენილი, მას არასდროს გადაუხვევია კომპანიის ძირეული იდეალებისგან. მის მიერ განხორციელებული ყველა მარკეტინგული კამპანია ყოველთვის ინარჩუნებს ერთ ძლიერ და ეფექტურ მესიჯს: სიამოვნება. დასამახსოვრებელი და მარტივი სლოგანები, ისეთი, როგორიცაა „ისიამოვნე“ და „ბედნიერება“, არასდროს იქნება მოსაბეზრებელი, თან, რაც მთავარია, მათი თარგმნა ყველა ენაზე მარტივია.
პერსონალიზება
კოკა-კოლა იაზრებს, რომ მან მუდმივად უნდა ეძებოს გზები, მომხმარებლებთან ლოკალიზებულ ენაზე კომუნიკაციის დასამყარებლად. მაგ. მისი ერთ-ერთი კამპანია „Share a Coke” 50 ქვეყანაში იყო გაშვებული და თითოეული ქეყნის შეთავაზება მორგებული იყო ლოკალურ კულტურასა და ენას. ეს კამპანია გლობალურ ბაზარზე ადგილობრივი პოზიციონირების სტრატეგიის განხორციელების ნათელი მაგალითია.
გამოცდილება
კოკა-კოლის წარმატების მნიშვნელოვან ელემენტს არა პროდუქტზე, არამედ ბრენდზე აქცენტი წარმოადგენს. კოკა-კოლა არ იყიდის სასმელს ბოთლში, ის ყიდის „ბედნიერებას“, რომელიც ბოთლშია. ათასობით განსხვავებული პროდუქტისა და შეფუთვის დიზაინი, რომლებიც რეგიონების მიხედვით განსხვავდება – კოკა-კოლას ადგილობრივ ბაზარზე სწორი პოზიციონირების საშუალებას აძლევს. გლობალური მარკეტინგის გეგმის მართვა, თუ კი ის პროდუქტზე იქნებოდა ფოკუსირებული, ნამდვილად გართულდებოდა. კოკა-კოლა ცდილობს მიყიდოს მომხმარებელს გამოცდილება და „ცხოვრების სტილი“, რომელიც დაკავშირებული იქნება მის ბრენდთან.
რისი სწავლა შეგვიძლია კოკა-კოლისგან, როცა საქმე ეხება წარმატებული გლობალური ბრენდის შექმნას? ადამიანური კავშირების დამყარება, ინოვაციურობის და ამავე დროს მარტივი პრინციპების შენარჩუნება, ბრენდირებული ემოციებისა და გამოცდილებების შექმნა – გლობალური მარკეტინგის ის ტექნიკებია, რომლებმაც კოკა-კოლას ლიდერობა განაპირობა.