პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
PR – ის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს პიარსკოლის კურსდამთავრებული სესილი ქუჩულორია აფასებს:
რა არის პიარსკოლის უპირატესობა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად კურსზე?
მრავალფეროვანი საგნები, რომლებიც გვაძლევს ინფორმაციას სფეროს შესახებ, ასევე პრაქტიკული ატივობები, რაც მიღებული ინფორმაციის გაანალიზებასა და რეალურ დროში გამოყენებას ემსახურება. ლექტორები, მათი სიყვარული საქმისადმი ინსპირაციას აძლევს მსმენელსაც იპოვოს ის მთავარი, რომლის კეთებითაც სიამოვნებას მიიღებს..
რაში დაგეხმარება პიარსკოლაში მიღებული ცოდნა შენს საქმიანობასა და ზოგადად ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოგცა?
ვთვლი რომ კურსი დამეხმარება გადავდგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ჩემს კარიერულ კიბეზე. პიარსკოლამ მომცა თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რაც კურსის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.
როგორ შეაფასებდით განვლილ სამ თვეს პიარსკოლაში?
პიარსკოლა უმთავრეს მიზნად ისახავს ახალი პროფესიონალების გამოკვეთასა და სფეროს განვითარებას, რაც ძალიან მისასალმებელია.