9 ივლისს, 18:30 წუთზე პიარსკოლაში კურსის ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვენება” ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას და გაესაუბრებიან ლექტორს. ღია კარის დღეზე დასწრება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ კრეატიული მარკეტინგი პიარსკოლაში 12 ივლისს იწყება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს. http://www.prschool.ge/geo/applicationform.php |
Category: სიახლეები
პიარსკოლაში კურსი GOVERNMENT 2.0. დასრულდა
29 ივნისს, პიარსკოლაში კურსი ”Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერტობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის” დასრულდა. საქართველოს მთავრობა 2.0. -ის პიარის განმახორციელებელმა ერთეულმა 7 დღის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ქცევის შეცვლის კამპანია ჩაატარა. გამოსაშვებ საღამოზე კურსდამთავრებულებს კურსის ლექტორებმა კონსტანტინე მაღრაძემ და იოსებ გალუმაშვილმა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიკატები გადასცეს. |
კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება
12 ივლისიდან პიარსკოლა უახლესს კურსებს გთავაზობთ. კრეატიული მარკეტინგი ეს არის მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება, რომლის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ მარკეტინგის დანიშნულების განსაზღვრა, ბიზნეს ადმინისტრირებაში მარკეტინგის როლის იდენტიფიცირება, სხვადასხვა მარკეტინგული მიდგომებისა და სტრატეგიების დეფერენციაცია და მათი დანერგვა-გამოყენება ამა თუ იმ კომპანიისა თუ საქმიანობის ბიზნეს-მიმართულებით. კურსის ხანრძლივობა 3 კვირა, 27 სალექციო საათია, რომელსაც მარკეტინგის სპეციალისტი, ამჟამად ორგანიზაცია Iceberg -ის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილი გაუძღვება. სალექციო კურსის ღირებულებაა 379 ლარი. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მოხდება. |
პიარსკოლაში კურსი ”სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში” დასრულდა
პიარსკოლაში კურსის ”სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში” გამოსაშვები საღამო გაიმართა. მოკლევადიანი კურსი დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა, სადაც სოციალური მედიის ლექტორმა დოდი ხარხელმა მსმენელებს გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიკატები გადასცა.
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების საგაზაფხულო კურსი დასრულებულია
პიარსკოლაში კურსის ”პიარი და ინტეგირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს ლექტორებმა სერტიფიცირებული დიპლომები გადასცეს. ტრადიციული 3 საუკეთესო სტუდენტის ნაცვლად, ამჯერად 4-მა პიარსკოლელმა მიიღო ყველა ლექტორის მიერ ხელოწერილი სარეკომენდაციო წერილი. დაჯილდოების ცერემონიალი სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდა. |
კურსის ”Government2.0. -საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის” ღია კარის დღე გაიმართა
15 ივნისს, 18:30 საათზე, პიარსკოლაში კურსის ”Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის” ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელები გაეცნენ კურსის პროგრამასა და გაესაუბრნენ ლექტორებს. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია კვლავ გრძელდება, განაცხადების მიღება საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს http://www.prschool.ge/geo/applicationform.phpშეგახსენებთ, government 2.0. პიარ სკოლაში 21 ივნისს იწყება. |
პიარ სკოლაში პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის დამამთავრებელი გამოცდები დასრულდა
14 ივნისს, პიარსკოლელებს, რომლებიც სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ პიარსა და ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, საბოლოო გამოცდები ჰქონდათ. გამოცდა ორ ეტაპად მიმდინაორებდა, – ინდივიდუალური ტესტი და ჯგუფური პრეზენტაცია. მათი სერტიფიცირებული დიპლომებით დაჯილდოების ცერემონია პიარსკოლაში 19 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება. |
პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსის გავლის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართება
10 ივნისს, 18:30 საათზე, პიარსკოლა კურსის ”სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში” გავლის მსურველთათვის ღია კარის დღეს გამართავს. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას და გაესაუბრებიან ლექტორს. შეგახსენებთ, რომ სოციალური მედიის კურსი 15 ივნისს იწყება, დაინტერესებულთა მიღება კი საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინაორებს.http://www.prschool.ge/geo/applicationform.php |
პიარსკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
პიარსკოლას myvideo.ge-ზე ბრენდირებული გვერდი აქვს
პიარსკოლამ myvideo.ge-ზე საუკეთესო რეკლამების პორტალი შექმნა, სადაც ის ვიდეო-რგოლები განთავსდა, რომელსაც ფეისბუქზე პიარ სკოლის მეგობრები 9 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ეცნობოდნენ. ყველა წამყვანი სარეკლამო რგოლი ახლა უკვე ქართული ინტერნეტსივრცის ყველაზე პოპულარულ საიტზე იხილეთ www.myvideo.ge/prschool. |