პიარსკოლაში Gov 2.0 -ის კურსი დასრულდა

18 დეკემბერს, პიარსკოლაში კურსის ”Gov 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის” გამოსაშვები საღმო გაიმართა. კურსის ავტორებმა კონსტანტინე მაღრაძემ და იოსებ გალუმაშვილმა კურსდამთავრებულებს გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიკატები გადასცეს.

აჩუქე შენს საყვარელ ადამიანს პროფესია

პიარსკოლა საახალწლო აქციას იწყებს და 3-დან 28 დეკემბრამდე პიარისა და ინტეგირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობას გთავაზობთ. ”აჩუქე შენს საყვარელ ადამიანს პროფესია” დეკემბრის თვეში საყვარელი ადამიანისთვის სასერტიფიკატო პროგრამის 11%-იანი ფასდაკლებით შეძენას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ”პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” პიარსკოლაში 24 იანვრიდან დაიწყება.

Gov 2.0 -ის ღია კარის დღე პიარსკოლაში

30 ნოემბერს, 18:30 წუთზე, პიარსკოლაში განახლებული კურსის – Gov 2.0-ის ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას და გაესაუბრებიან ლექტორებს. შეგახსენებთ, რომ Government 2.0 – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის 2 დეკემბერს იწყება. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგისა და სოციალური მედიის გამოსაშვები საღამო გაიმართება

20 ნოემბერს, 15 საათზე, პიარსკოლაში ორი ახალი კურსის – კრეატიული მარკეტინგისა და სცოიალური მედიის გამოსაშვები საღამო გაიმართება. პიარ სკოლის ლექტორები – ალექსანდრე მარგიშვილი და დოდი ხარხელი კურსდამთავრებულებს გაუ თბილისი პიარსკოლის სერთიფიკატებს გადასცემენ, რომელსაც ხელს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი აწერს. გამოსაშვები საღამო სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდება.

პიარსკოლაში Government 2.0. -ის კურსზე მიღება გამოცხადდა

პიარსკოლაში Government 2.0. ის კურსზე განაცხადების მიღება  დაიწყო. Government 2.0. ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის, რომლის დამთავრების შემდეგ მსმენელებს უახლესი მოდელის პრაქტიკაში გადატანა და საკომუნიკაციო მოდელისა და წარმატებულად ფუნქციონირებადი სისტემის შექმნა შეეძლებათ. კურსის ხანგრძლივობა 1 კვირა, 21 სალექციო საათია. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მოხდება.

პიარსკოლაში სოციალური მედიის კურსი იწყება

11 ნოემბრიდან პიარ სკოლა სოციალური მედიის კურსს გთავაზობთ. სისტემა მორგებულია განსხვავებული პროფესიის მოქნე ყველა ადამიანის ინტერესებს, რომელსაც საფუძვლად უდევს ახალი ტექნოგიები პიარსა და მარკეტიგში. სოციალური მედიის კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ,თუ როგორ გამოიყენონ ვებ2-ის პლატფორმა საკუთარი იმიჯის ფორმირებისა, თუ პიარ კამპანიის საწარმოებლად და მიმართოს ის საკუთარი ინტერესებისა თუ პიარ კამპანიის ეფექტური შესრულებისკენ. სტუდენტები გაეცნობიან ინტერნეტ-მარკეტინგის ეთიკას და გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც მათ სოციალურ მედია ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. კურსის ხანგრძლივობა 5 დღე, 15 სალექციო საათია, ლექციებს სოციალური მედიის ექსპერტი, პროექტ ”ნიჭიერის” ინტერნეტ-მარკეტინგის ხელმღძვანელი დოდი ხარხელი წაიკითხავს.მსურველთა რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.

პიარსკოლაში კრეატიული მარკეტინგის კურსის ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერს, 18:30 წუთზე პიარსკოლაში კურსის ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება” ღია კარის დღე გაიმართა. მსმენელები გაეცნენ კურსის პროგრამას და გაესაუბრნენ ლექტორს. შეგახსენებთ, რომ კრეატიული მარკეტინგის სამკვირიანი კურსი 21 ოქტომბრიდან იწყება. განაცხადების მიღება საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობსhttp://www.prschool.ge/geo/applicationform.php

კრეატიული მარკეტინგის ბთლ აქცია უნივერსიტეტებში

19 ოქტომბერს, პიარსკოლის ინიციატივით BTL.ge – მ უნივერსიტეტების წინ პრომო აქცია გამართა, რომლის მიზანს კრეატიული მარკეტინგის კურსის შესახებ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ინფორმირება წარმოადგენდა

კრეატიული მარკეტინგის კურსის ღია კარის დღე პიარ სკოლაში

19 ოქტომბერს, 18:30 წუთზე პიარსკოლაში კურსის ”კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება” ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელებს სალექციო პროგრამას კურსის ავტორი ალექსანდრე მარგიშვილი გააცნობს. შეგახსენებთ, რომ ლექციები 21 ოქტომბრიდან დაიწყება და სამი კვირის განმავლობაში გასტანს. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს http://www.prschool.ge/geo/applicationform.php

პიარსკოლელებმა საბოლოო პრეზენტაციების წარსადგენად მზადება დაიწყეს

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის სტუდენტებმა საგამოცდო პრეზენტაციისთვის მზადება დაიწყეს. პიარ სკოლამ  მათ 5 რეალური ქეისი წარუდგინა, რომელზეც თითოეული მათგანი ჯგუფთან ერთად სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. პიარსკოლელებთან ერთად მზადებაში ჩართულნი არიან ლექტორები. ისინი  ლექციების შემდეგ, არაოფიციალურ გარემოში,  ჯგუფების შეკითხვებს უპასუხებენ და საჭირო დახმარებასაც გაუწევენ. საგამოცდო საღამოს, ჯგუფურ პრეზენტაციებს ტრენერებთან ერთად დაესწრებიან და  შეაფასებენ წარმომადგენლები იმ კომპანიებიდან, რომლებიც აღნიშნულ ქეისებშია მოცემული.