Gov 2.0 -ის ღია კარის დღე პიარსკოლაში

30 ნოემბერს, 18:30 წუთზე, პიარსკოლაში განახლებული კურსის – Gov 2.0-ის ღია კარის დღე გაიმართება. მსმენელები გაეცნობიან კურსის პროგრამას და გაესაუბრებიან ლექტორებს. შეგახსენებთ, რომ Government 2.0 – საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებული მოდელი საჯარო უწყებებისთვის 2 დეკემბერს იწყება. რეგისტრაცია საიტზე არსებული სააპლიკაციო ფორმის შევსებით მიმდინარეობს.