5 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჭირდება ყველა კომპანიას მარკეტინგული გეგმა
იმისათვის, რომ კომპანიამ ნამდვილად მიაღწიოს წარმატებას, საჭიროა ჰქონდეს მკაფიო და თანმიმდევრული მარკეტინგული გეგმა. ის კარგად უნდა იყოს შემუშავებული და უნდა ასახავდეს კომპანიის საერთო ზრდის გზას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მონახაზიდან გეგმამდე მისვლა რთულად გეჩვენებოდეთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ის აუცილებელია გრძელვადიანი და მდგრადი წარმატებისთვის.
დასარწმუნებლად მეტი მიზეზი გჭირდებათ?
მაშინ, გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ სჭირდებათ კომპანიებს მარკეტინგული გეგმა:
1) შემოსავლების დაკარგვის მინიმიზაცია
მარკეტინგული გეგმა უზრუნველყოფს კომპანიის რესურსების სწორად და ეფექტურად განაწილებას. სწორად განსაზღვრული სტრატეგია და ტაქტიკური გეგმა საუკეთესოდ უზრუნველყოფს რომ მარკეტინგში ჩადებული თითოეული თეთრი გამოყენებულ იქნას გონივრულად.
სწორად შემუშავებული მარკეტინგული გეგმა, რომელიც მორგებულია ბიზნესზე, უზრუნველყოფს ზრდას, აძლიერებს ბრენდის იმიჯს, ზრდის მომხმარებელთა რიცხვსა და შემოსავალს.
2) სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება
ციფრულ სამყაროში, სადაც მომხმარებელთა ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობს მიზეზი რატომაც შესაძლოა ბიზნესმა სამიზნე აუდიტორია ვერ განსაზღვროს. მარკეტინგული გეგმა საიმედო გზაა ნიშის დამკვიდრების, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ფაქტორებისა და სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული მონაცემების სწორად განსაზღვრისთვის.
როდესაც საქმე მარკეტინგს ეხება, ვხვდებით, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული მიდგომა, რომლითაც შესაძლოა ყველამ იხელმძღვანელოს. მარკეტინგული მცდელობები სპეციალურად უნდა განისაზღვროს მომხმარებელთა მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, რამაც საბოლოო ჯამში თქვენი წარმატება უნდა განაპირობოს.
მარკეტინგული გეგმა ამარტივებს პროცესს და მკაფიოდ გიჩვენებს, თუ ვინაა შენთვის შესაბამისი აუდიტორია, და რა მეთოდებით უნდა მიაწვდინო მათ ხმა, რათა უზრუნველყო მაქსიმალური ROI (ინვესტიციის ამოღება).
3) გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა
მარკეტინგის გეგმის გარეშე, ხშირად უჭირთ გუნდებს დროული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. გეგმის არსებობა და მისი სწორად კომუნიკაცია, სწრაფი საშუალებაა შემცირდეს გუნდებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემა, რაც თავის მხრივ ხელს უშლის სხვა პროცესების სწორად მუშაობას, და მოიპოვო მეტი ეფექტურობა. იმის ნაცვლად, რომ გუნდის წევრები ელოდებოდნენ ერთმანეთს, ან ანელებდნენ მნიშვნელოვან პროცესებს, მარკეტინგის გეგმა აძლევს მათ მკაფიო მიმართულებას, თუ როდის რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა გააკეთონ ეს ისე, რომ განამტკიცონ ბრენდის იმიჯი.
მარკეტინგული გეგმა მნიშვნელოვანია თითოეული გუნდის წევრისთვის, ვინაიდან ის შეიცავს განუყოფელ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გავლენას ახდენს უშუალოდ კომპანიაზე.
4) მიზნის დასახვის აუცილებლობა
მარკეტინგული გეგმა საზღვრავს მიზნებსა და აყალიბებს ხედვას ბიზნესისა და მისი პოტენციური ზრდისთვის. ის ქმნის წესრიგის შეგრძნებას მიმდინარე ბიზნეს ოპერაციების მიმართ და განსაზღვრავს მისკენ სწრაფვის გზებს. მიზნის ქონა ნებისმიერი ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი, რათა გაიზარდოს და „აყვავდეს“. ასევე მნიშვნელოვანია, დადგინდეს წარმატების მაჩვენებლები და საფუძველი, თუ რასთან მიმართებაში ვზომავთ პროგრესს.
მარკეტინგული გეგმა ნათლად განსაზღვრავს მიზნებს. ის გვიჩვენებს, თუ რა რესურსები გვაქვს და რა ძალისხმევა შეუწყობს ხელს შემოსავლის გრძელვადიან ზრდას.
5) უკეთესი სერვისის ფორმირება
როდესაც იცი როგორია შენი მარკეტინგული გეგმა, ეს ნიშნავს, რომ იცი როგორ უნდა მოემსახურო მომხმარებელს. თითქმის წარმოუდგენელია გააკეთო რაიმე კარგად, როდესაც არ გაქვს პასუხი კითხვაზე – როგორ?
წარმატებული ბიზნესის შექმნა მარკეტინგული გეგმის გარეშეცაა შესაძლებელი, თუმცა მის გარეშე წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი დრო დაგჭირდებათ.