4 მაგიური მარკეტინგული ტაქტიკა ჰარი პოტერისგან
ჰარი პოტერი და მისი მეგობრები უამრავი გამოწვევის წინაშე მდგარან წლების განმავლობაში, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ახერხებდნენ სწორი გზის პოვნას და გამარჯვებას. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგიურ გაკვეთილს ჰარი პოტერისგან, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მარკეტინგული ტაქტიკის მეშვეობით საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ:
-
მხოლოდ “მე” ან ერთი ტაქტიკური ხედვა საკმარის არაა
ჰარი პოტერის წარმატება სრულიად განსხვავებული იქნებოდა მეგობრობისა და მათი მხარდაჭერის გარეშე. ჰერმიონას ინტელექტისა და რონის ურყევი მხარდაჭერის გარეშე, ჰარი ვერასდროს შეძლებდა ლორდ ვოლდემორდის დამარცხებას.
კონტენტ მარკეტინგს, SEO, სოციალური მედიას საოცრებების მოხდენა შეუძლია თქვენი კომპანიისთვის. თუმცა, ისინი ნაკლებად ეფექტურია, თუ მათ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენებთ.
-
ძალები ან დიდი ფინანსური რესურსი უპირობო გამარჯვებას არ ნიშნავს
ჰარის ისტორია ბოლომდე არ იკვრება მანამ, სანამ ის არ გააცნობიერებს, რომ იმაზე უფრო ძლიერი ძალები არსებობს, ვიდრე ეს ტაქტიკური ცოდნა და თამაშის უნარია. ვოლდემორდისგან ის დედამისის სიყვარულმა დაიცვა, და იმის გაცნობიერებამ, რომ ლორდ ვორდემორდს არასდროს გამოუცდია სიყვარული, საშუალებას აძლევს მას საბოლოოდ დაამარცხოს ის.
ბიუჯეტი, ფინანსები ყოველთვის გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ. მარკეტინგში ემპათია ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც ჰარი პოტერის სამყაროში. თქვენი შესაძლებლობა საკუთარი თავი მყიდველის ადგილას წარმოიდგინოთ, განსაზღვრავს იმას, შეგიძლიათ თუ არაწარმატების მიღწევა.
-
იყავი ინოვაციური
მაშინ, როდესაც ჰარი და მისი მეგობრები გამოწვევებს აწყდებიან, ისინი ყოველთვის პოულობენ კრეატიულ გადაწყვეტებს. როდესაც ჰარის ნათესავები სახლში ჩაკეტავენ, რონი და მისი ძმები ჰარის გადასარჩენად მფრინავი მანქანით მიაკითხავენ. მეოთხე ნაწილში, ნევილი ჰარის აძლევს მცენარეს, რომელიც ეხმარება ჰარის ისუნთქოს წყლის ქვეშ და წარმატებას მიაღწიოს 3 ჯადოქრის ტურნირში.
მიჰყევით მათ გზას, როდესაც მარკეტინგულ სტრატეგიას ქმნით. არ შეგეშინდეთ სიახლეების. შეხედეთ ყველაფერს სხვა კუთხით, აღმოაჩინეთ ახალი იდეები.
- გააკეთე ის, რაც სწორია და არა მარტივი
ჰარი და მისი მეგობრები ხშირად უშვებენ შეცდომებს, მაგრამ საბოლოოდ, ისინი ყოველთვის ირჩევენ სწორ და არა მარტივ გზას. რონი საკუთარ თავს წირავს ჭადრაკის თამაშისას, რათა მისმა მეგობრებმა განაგრძონ გზა. ჰერმიონი მისი მშობლების მახსოვრობას შლის, რათა მათი დაცვა შეძლოს. ჰარი კი პირისპირ ხვდება სიკვდილს, ვინაიდან იცის რომ ეს ვოლდემორდის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა.
აიღეთ მაგალითი ჰარისა და მისი მეგობრებისგან. სწორი გზის არჩევა ბევრად გონიერი გადაწყვეტილებაა, ვიდრე მარტივის. ალბათ, უფრო მარტივია თქვენს რომელიმე თანამშრომელს დაავალოთ გადაიღოს ფოტოები თქვენი ბლოგისთვის, ვიდრე დაიქირავოთ პროფესიონალი და მას გადაუხადოთ ხელფასი. არ აირჩიოთ იაფი და მარტივი გზა. დრო და ფინანსები სწორად განსაზღვრეთ, რათა მიიღოთ მაქსიმალურად კარგი შედეგი მარკეტინული კამპანიისგან.
და თუ ჰოგვარტსში აპარაცია არ შეგიძლიათ და ვერც მაგიური გადაწყვეტებით პასუხობთ ახალ გამოწვევებს, გახსოვდეთ, რომ სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა ნიშნავს “Expecto Patronum”-ს მარკეტინგულ სამყაროში.