ყირგიზეთის სამთავრობო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვიზიტი პიარსკოლაში
8 მაისს, ყირგიზეთის მთავრობის უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დელეგაციის სამუშაო ვიზიტი „გაუ თბილისის პიარსკოლაში“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პიარსკოლის ლექტორებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზი სტუმრები შეხვდნენ გაუს პრეზიდენტს, მაიკლ ქაუგილს, მოისმენეს პიარსკოლის ლექტორების მოხსენება სკოლის ისტორიისა და კურსების თაობაზე. ვიზიტის ბოლოს, ყირგიზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, გულნარა ტორალიევამ გააკეთა მოხსენება სტუდნტებისთვის, სათაურით „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით“.