თათია დოლიძე

თათია დოლიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა და გავლილი აქვს ლონდონის ბიზნეს სკოლის სასერტიფიკატო კურსი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში. იგი პიარისა და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია.

კარიერის დასაწყისში ჟურნალისტად მუშაობდა, მოგვიანებით კი კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართულებით ფრილანსერად.

პია სკოლაში, სადაც თავადაც სწავლობდა, თათია 2025 წლის შემოდგომის კურსზე წაიკითხავს ლექციებს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის როლი საზოგადოებრივ ურთიერთობებში“.