თამარ ცინცაძე

მეათე წელია, რაც სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეობს. ამ წლების უდიდესი ნაწილი კრეატიულ სააგენტო Windfor’s-ში გაატარა, სადაც ხელმძღვანელობდა კლიენტების მომსახურების დეპარტამენტს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

მისი პორტფოლიო მრავალფეროვანია პროექტების შინაარსით, გეოგრაფიით და კომპლექსურობით. კლიენტების და ინდუსტრიების არასრული ჩამონათვალი, ვისთანაც თამარს უმუშავია – ასეთია:  „ჯიპიაი ჰოლდინგი“, სადაზღვევო კომპანია „Benefits”, „ტერა ბანკი“, „რე-ბანკი“, „თიბისი უზბეკეთი“, „ჯეოსელი“, „სილკნეტი“, „კავკასუს ონლაინი“,„მაგთიკომი“, FOX Channel, „ბორჯომი“, „ბაკურიანი“, ქართული ჩიფსი „ფრიქსი“,„დღის პროდუქტები“, ღვინო „ვისმინო“, “თბილღვინო“, “თელიანი ველი უკრაინა“,ფიტნეს დარბაზი „ოკტოპუსი“,„თბილისი მოლი“, „გალერია თბილისი“, “East Point”, „ვენდუ“, უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი “Silpo”, „ლისი დეველოპმენტი“, კურორტი „კოხტა-მიტარბი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული ლატარია, „Treepex”, ძეგვის თავშესაფარი, და ა.შ.

პროექტები რომლებზეც მუშაობდა გუნდთან ერთად, არაერთი საერთაშორიო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის Cannes Lions, Epica Awards, Eurobest, ADCE, Ad Black Sea და ა.შ.

2020-2021 წლების მანძილზე ცხოვრობდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც მუშობდა ღვინის ინდუსტრიაში, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ასევე მართავდა კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის კიევის ფილიალს.

2016-2019 წლებში იყო კრეატიული ფესტივალის – Ad Black Sea აღმასრულებელი მენეჯერი. ფესტივალი დროებით შეჩერდა პანდემიის გამო.

პიარ სკოლაში ლექციებს კითხულობდა 2018-2019 წლებში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2022 წლიდან კვლავ შემოუერთდა გუნდს განახლებული გამოცდილებით, ცოდნით და მიდგომებით.

მოცემულ ეტაპზე, მუშაობს მხოლოდ დამოუკიდებელ პროექტებზე, კონსულტანტის და აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებზე.