თბილისის პიარსკოლის პირველი გამოშვება

21 ივლისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა გაუ-თბილისის პიარსკოლის კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. სტუდენტებს გააცნეს პიარ კლუბის შექმნის იდეა, რომელიც ითვალისწინებს წევრებისათვის სპეციალური ფორუმის შექმნასა და სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობების განხორციელებას.