თბილისის პიარსკოლა რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემას იწყებს
13 მაისიდან, ჯეპრასა და თბილისის პიარსკოლის ერთობლივი რადიო–პროექტი დაიწყება. გადაცემა 4P ყოველ ოთხშაბათს 4 საათზე რადიო კომერსანტის ეთერით გავა. გადაცემას თბილისის პიარ სკოლის კურსდამთავრებულები, თიკო სამყურაშვილი და ნათია ნარმანია გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის სექტემბრიდან ეს ჯეპრასა და რადიო კომერსანტის მესამე ერთობლივი პროექტი იქნება. რადიოს ეთერში უკვე გადის გადაცემები: “ლიტერატური” და “ბიზნეს კონსპექტი’. |