
ვიზუალური მარკეტინგი
ვიზუალური მარკეტინგი პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის საგანია. მინი კურსს პიარსკოლაში 3 სალექციო დღე, ჯამში 9 საათი ეთმობა, რომლის დროსაც სტუდენტები შეისწავლიან:
- რა მნიშვნელობა აქვს ვიზუალს და როგორ იქმნება ვიზუალური პროდუქტი
- ვიზუალურ მანიპულაციებს
- გამოსახულების სტილსა და ფორმას
- ვიზუალის განვითარების ეტაპებს
- ვიზუალის ფილოსოფიას
- ვიზუალის ენასა და გამოსახულების შექმნის გრამატიკას
- ვიზუალით ამბის თხრობას
- ვიზუალის დრამატურგიას
- ფსიქოლოგიასა და ფერებს ვიზუალში
- რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ხედს, როდესაც იქმნება საეკრანო თუ სხვა სახის გამოსახულება