გაუ–თბილისის პიარ სკოლის შექმნის იდეა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილს და ჯეპრას დამფუძნებლებს 2006 წლის ოქტომბრის ბოლოს გაგვიჩნდა. ამ იდეის ხორცშესხმისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი გვამოძრავებდა: პირველი და, ალბათ, უმთავრესი ჩვენს ქვეყანაში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და არსებული სპეციალიზებული კურსები ვერ აკმაყოფილებდა ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. ამასთან, ჩვენს კომპანიასა თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებული პიარისა და მომიჯნავე დარგების სპეციალისტების დაგროვილმა გამოცდილებამ, თეორიულმა ცოდნამ და პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ დაგვარწმუნა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე მიდგომებზე აგებული სპეციალიზებული კურსი – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, სადაც მსმენელებს პიარის სპეციალისტებისათვის ყველა აუცილებელ სფეროზე შევუქმნიდით წარმოდგენას. თეორიული მასალებისა და პრაქტიკული, ქართულ რეალობაში განხორციელებული სავარჯიშოების მეშვეობით, უკეთესად გავაცნობდით პროფესიის ყველა მნიშვნელოვან დეტალს.
2006 წლის დასასრულს ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილით მივმართეთ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს (გაუ). გაუ-ს ხელმძღვანელობამ მოიწონა პროექტი და, თავის მხრივ, შემოგვთავაზა პარტნიორობა ამ საქმეში. 2007 წლის აპრილიდან პიარსკოლა ოფიციალურად ფუნქციონირებს. დღიდან დაარსებისა, პიარსკოლას 1500-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.
2010 წლიდან, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის პარალელურად, გაიხსნა სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებიც, როგორებიცაა სოციალური მედია – ახალი ტექნოლოგიები პიარსა და მარკეტინგში, Government 2.0. – საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდი საჯარო უწყებებისთვის და კრეატიული მარკეტინგი – მომხმარებლის კმაყოფილების ხელოვნება.
უახლოეს მომავალში აღნიშნულ კურსებს დაემატება ბრენდ-ბილდინგი, მომხმარებელთა ქცევა, გაყიდვები, საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება დ.ა.შ.
კურსის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს. პიარსკოლა გამოირჩევა გადახდის მოქნილი ფორმით:
საფასურის 3-ეტაპიანი დაფარვის სისტემა
20%-იანი ფასდაკლება GAU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის
20%-იანი ფასდაკლება GAU-ს სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
ლექციის ხანგრძლივობა: კვირაში სამი დღე – 3 საათი
სალექციო დღეები:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00 – 22:00
კურსების დაწყებისა და დასრულების ვადები 2024 წლისთვის:
ზამთრის სეზონი: 22 იანვარი – 20 აპრილი
გაზაფხულის სეზონი: 8 აპრილი – 10 ივნისი
შემოდგომის სეზონი: 16 სექტემბერი – 14 დეკემბერი