პიარსკოლის პირველი კალენდარი პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის მეოცე საიუბილეო გამოშვებას ეძღვნება

24 დეკემბერს, თბილისის ბოულინგ–ცენტრალში გაიმართება პიარსკოლის 2012 წლის კალენდრის პრეზენტაცია, რომელიც გაუ–თბილისის პიარსკოლის მთავარი კურსის – პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მეოცე საიუბილეო გამოშვებას ეძღვნება. ღონისძიებაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა და დასასრულს პიარსკოლელებისათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.

კალენდრისთვის გამართულ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს პიარსკოლელებმა, რომლებიც ამავდროულად წარმატებულები და გამორჩეულები არიან. კალენდრისთვის ფოტოსურათები პიარსკოლის სტუდენტმა – Anne Vitale-მ გადაიღო.